ეროვნული ბანკი ერეკლე II-ის მონეტების შექმნაზე კონკურსს აცხადებს  

Read Time:25 Second

“საქართველოს მეფეები” – ასე ჰქვია საქართველოს ეროვნული ბანკის ახალ საკოლექციო მონეტების სერიას. პირველი მონეტა 2020 წელს გამოვა და ერეკლე მეორეს მოღვაწეობას მიეძღვნება. ამ მიზნით, ეროვნული ბანკი 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევად ღია კონკურსს აცხადებს.

კონკურსის პირობების მიხედვით, ორივე მონეტას ერთნაირი დიზაინი უნდა ჰქონდეს და შეიცავდეს შემდეგ ელემენტებს:

  • ვალუტის დასახელება ქართულ ენაზე და ნომინალურ ღირებულებას „5 ლარი“
  • ქვეყნის დასახელება ორივე, ქართულ და ინგლისურ ენაზე – „საქართველო“/”Georgia”
  • გამოშვების წელი – 2020

საკონკურსო განაცხადები 20 მარტის ჩათვლით მიიღება.  დეტალური ინფორმაცია იხილეთ სპეციალურ ბმულზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიდ დიღომში, ე.წ. ანბანის სკვერთან 18-მეტრიანი ავტობუსების ჰაბი მოეწყობა
Next post “როდესაც ქალს კლავენ, იმიტომ რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა” – სალომე ზურაბიშვილი