დიდ დიღომში, ე.წ. ანბანის სკვერთან 18-მეტრიანი ავტობუსების ჰაბი მოეწყობა

Read Time:31 Second

დიდ დიღომში, „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. ანბანის სკვერთან 18-მეტრიანი ავტობუსების გადასაჯდომი ჰაბი მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ამ დროისთვის სკვერის სამშენებლო ნარჩენებისგან გაწმენდა მიმდინარეობს, რის შემდეგაც არსებული სივრცე მოწესრიგდება.

„2018 წლის ივლისში „გუდვილთან“ მდებარე ე.წ. ანბანის სკვერში მიმდინარე მშენებლობა შევაჩერეთ, ხოლო გასულ წელს შევძელით, ეს ტერიტორია კერძო მესაკუთრისგან გამოგვესყიდა და დაგვებრუნებინა უბნისთვის. აქ უკვე დასრულდა არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. ამ დროისთვის მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთავება. უახლოეს მომავალში, ამ ტერიტორიაზე კვლავ აღდგება ანბანი, მოწესრიგდება არსებული სივრცე. გარდა ამისა, განთავსდება 18-მეტრიანი ავტობუსების გადასაჯდომი ჰაბი, რაც დიდი დიღმის სატრანსპორტო საკითხების მოგვარებისათვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობა შემცირდა
Next post ეროვნული ბანკი ერეკლე II-ის მონეტების შექმნაზე კონკურსს აცხადებს