„ერთი ოჯახიდან მამა, ტყუპი გოგოები და ბიჭი, დედა წასულია საზღვარგარეთ – ბაღდათში 5 ადამიანს ეძებენ

Read Time:41 Second

ბაღდათის სოფელ ნერგეეთი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ღამით ჩამოწოლილმა მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა. მაშველებმა ამ დროის მონაცემებით იპოვეს ოთხი ადამიანის ცხედარი, ეძებენ ხუთ ადამიანს. ერთი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, ის კლინიკაშია გადაყვანილი.

მათ შორის, ვისაც ეძებენ, არის მამა და მისი სამი არასრულწლოვანი შვილი. “მთავართან” ადგილობრივები ყვებიან, რომ ბავშვების დედა ემიგრაციაშია წასული.

“ანგელოზი სამი შვილი, ერთი ოჯახიდან, ტყუპი გოგოები, ერთი ბიჭი და მამა, დედა წასული შვილებისთვის, რომ უჭირდა, საზღვარგარეთ, რომ უჭირდა, რა ექნა. იქით ორი მოხუცი ცხოვრობდა კიდევ, ისინიც არ ჩანან”, – ამბობს ადგილობრივი.
კიდევ ერთი ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ დაღუპულებს შორისაა 20 წლის გოგო და მისი ოჯახის კიდევ ორი წევრი.

“ოჯახია ჩემი ერთი, დაღუპულია დედამთილი, რძალი და მაზლის შვილი, 20 წლის გოგო, სტუდენტი. მეორე ოჯახი არის ბიძაშვილები, დაღუპულები არიან იქ მამა და სამი შვილი, ტყუპები არიან გოგოები 15 წლისები.  მესამე ოჯახში დედა-შვილი არიან”, – ყვება კიდევ ერთი ადგილობრივი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: თეთნულდი შეიძენს იმ პოტენციალს, რაც მას აქვს და ნამდვილად გახდება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი სრიალის მოყვარულებისთვის
Next post გურამ მაჭარაშვილი – ფანჩატურის ლიდერები იქნებიან ზურაბიშვილი, ღვინის შეურაცხმყოფელი გვარამია, „დინამოს“ ცუდად შემსრულებელი ხაბეიშვილი, დაშლილებში აწყობილი „მუსტანგის“ მესაკუთრე ხაზარაძე