გურამ მაჭარაშვილი – ფანჩატურის ლიდერები იქნებიან ზურაბიშვილი, ღვინის შეურაცხმყოფელი გვარამია, „დინამოს“ ცუდად შემსრულებელი ხაბეიშვილი, დაშლილებში აწყობილი „მუსტანგის“ მესაკუთრე ხაზარაძე

Read Time:42 Second

სალომე ზურაბიშვილმა პრაქტიკულად თავისი პატრონების მიერ დაწერილი სიტყვა წაიკითხა, რადგან დასკვნით სიტყვაში ვერაფერი თქვა და კითხვებს პასუხი ვერ გასცა, როგორც ჩანს, უთხრეს, პასუხები არ გაეცა, რადგან რაღაცას არასწორს იტყოდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს ფანჩატურის შექმნას უბრძანეს, თუმცა ეს ფანჩატური არჩევნებამდე ვერ მიაღწევს.

„გავიგეთ, უბრძანეს, რომ ფანჩატური უნდა შექმნას, შესაშური არ არის, როცა ამ ფანჩატურის პოლიტიკური ლიდერი კონსტიტუციის დამრღვევი იქნება, მათი იდეოლოგი იქნება ქართული ღვინის შეურაცხმყოფელი გვარამია, „დინამოს“ ცუდად შემსრულებელი ხაბეიშვილი და დაშლილებში აწყობილი „მუსტანგის“ მესაკუთრე ხაზარაძე. ეს ფანჩატური იქნება და ამით არჩევნების მოგება უნდათ. ეს ფანჩატური ისევე ვერ მიაღწევს არჩევნებამდე, როგორც „მუსტანგმა“ ვერ მიაღწია დანიშნულების ადგილამდე. ეს მოცემულობაა, მაგრამ რა თქმა უნდა, ყურადღებით მაინც ვიქნებით, დადგან ამათი პატრონები იქნებიან, ვისაც შეიძლება, მცდელობა ჰქონდეს არეულობის. ეს ყველაფერი განწირულია, რათა ოქტომბერში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, 30 მანდატს ოპოზიცია გაიყოფს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ერთი ოჯახიდან მამა, ტყუპი გოგოები და ბიჭი, დედა წასულია საზღვარგარეთ – ბაღდათში 5 ადამიანს ეძებენ
Next post “ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის ისტორიაში უპრეცედენტო ნიშნულს მივაღწიეთ – საქართველო დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა“ – ილია დარჩიაშვილი