ერევანში აქციის დაწყებიდან მალევე სპეცრაზმი გამოჩნდა

Read Time:27 Second

ერევანში, აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, საფრანგეთის მოედანზე სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა. როგორც imedinews-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მათ აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს და ახლა მოედანს თავად აკონტროლებენ.

პარალელურად დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე. ადგილზე ჯერჯერობით არ ჩანან ოპოზიციის წარმომადგენლები. სპეცდანიშნულების რაზმს ამ ეტაპზე ძალა არ გამოუყენებია

სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერმინისტრად ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი 17 აპრილს, საპროტესტო აქციების ფონზე დაამტკიცა.

ოპოზიციის ლიდერებმა გუშინვე მომხრეებს სომხეთში ხავერდოვანი რევოლუციისკენ მოუწოდეს.  წინა დღეების განმავლობაში საფრანგეთის მოედანზე მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებისას  სულ ცოტა 46 ადამიანი დაშავდა. პოლიციამ აქციის 30-მდე მონაწილე დააკავა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქეთევან ციხელაშვილი – ის ფაქტი, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა მოხდა დაგვიანებით, თავისთავად ართულებს სრულფასოვანი პროცესის წარმართვას
Next post როგორ უნდა მოიქცეთ, რომ ტელეფონის აკუმულატორი მალე არ დაჯდეს