ემიგრანტების გადმორიცხული თანხებით ევროკავშირმა რუსეთს გადაასწრო

Read Time:30 Second

2018 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ფულადი გზავნილების სახით ევროკავშირის ქვეყნებიდან 78 მლნ დოლარი გადმოირიცხა საქართველოში, ხოლო რუსეთიდან 64 მლნ დოლარი. შესაბამისად ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხებით ევროკავშირი რუსეთზე წინაა. ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.

იანვარ-თებერვალში ჯამში 224 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რომლის 35% ევროკავშირის ქვეყნებზე, ხოლო 29% რუსეთზე მოდის. მესამე ადგილზე ისრეალია 11%-იანი წილით(24 მლნ დოლარი). შემდეგ მოდის აშშ და თურქეთი 8-8%-იანი წილით (19-19 მლნ დოლარი).

2017 წელს ევროკავშირიდან 428 მლნ დოლარი, ხოლო რუსეთიდან 455 მლნ დოლარი გადმოირიცხა. რუსეთის წილი გზავნილებში 2013 წლიდან მცირდება და ბოლო 5 წელიწადში ფაქტობრივად განახევრდა, ევროკავშირიდან გზავნილებს კი ზრდის ტენდენცია აქვს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სეზონის გახსნამდე, გადამფრენ ფრინველებზე მონადირე 500-700 ლარით დაჯარიმდება
Next post ექსპორტი 25.5 % ით გაიზარდა