ელისო ჩაფიძე ღუდუშაურის კლინიკის ექიმებს მადლობას უხდის

Read Time:1 Minute, 12 Second

,,მადლიერება ადამიანის ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაა და მისი თქმა არასოდეს არაა ზედმეტი, თუ მლიქვნელობისგან დაცლილია. ახლა, როცა უფლის წყალობითა და ძლიერი პროფესიონალების დახმარებით ყველაფერი კარგადაა, არ შემიძლია, საჯარო მადლობა არ გადავუხადო საქართველოს ჯანდაცვის სისტემას და ღუდუშაურის სახელობის კლინიკის პროფესიონალ ექიმებს იმ უდიდესი ძალისხმევისათვის, რაც არა მხოლოდ ჩემი და ჩემი შვილების, არამედ თითოეული იმ ადამიანისათვის გასწიეს, ვინც მათ ხელში ხვდება. გარდა არაჩვეულებრივი მენეჯმენტისა და მრავალპროფილიანობისა, ეს კლინიკა სწორად შერჩეული კადრებითაა გამორჩეული. საქართველოში ცოტა თუ მოიძებნება ადამიანი, რომელშიც პროფესიონალიზმი, ინტელექტი და ადამიანურობა ისეა შერწყმული, როგორიც ბატონ რეზო სულუხიაშია. ის არა მხოლოდ ახალ სიცოცხლეებს ჩუქნის ქვეყანას, არამედ ზნეობრივ მაგალითსაც აძლევს პაციენტებს. მშობიარეებისათვის უდიდესი შვებაა, როცა იციან, რომ მათი პატარა, დროულად თუ ოდნავ ნაადრევად გაჩენილი, უძლიერესი პედიატრის, პერინატალური ცენტრის ნეონატალური განყოფილების ხელმძღვანელის, ქალბატონ შორენა ჭანკვეტაძის ხელში მოხვდება. ორი თვეა, მაქვს ამ განყოფილების სამედიცინო პერსონალთან ურთიერთობა და დავრწმუნდი, რომ აქ უმაღლეს დონეზე და განურჩევლად მშობლების ვინაობისა, ზრუნავენ ჩვილებზე… სწორედ ამიტომ კლინიკა ისეთ საოცრებებს ახდენს, როგორიცაა 25 და 26-ე კვირაზე გაჩენილი ჩვილების არა მხოლოდ გადარჩენა, არამედ მათი ჯანმრთელობის სრული უზრუნველყოფა. უდიდესი მადლობა ჩვენი განყოფილების სამედიცინო პერსონალს, ექიმებს, ქალბატონ ნინო წულაიას, მაკო კვარაცხელიასა და თამარ გოგოლაძეს იმ ზრუნვისა და სიყვარულისათვის, რომელსაც თითოეული ახალშობილის მიმართ იჩენენ. კარგი მაგალითები გადამდებია, სიკეთე კი ანათებს და ასხივებს. ვისურვებდი, ჩვენს სამშობლოში ყველა საქმის პროფესიონალი სწორედ ასე ზრუნავდეს მოქალაქეებზე და ქვეყანაზე… ამ ადამიანების ძალისხმევით ჩვენი ოჯახი დღეს ორი პატარის: მარიამისა და თამარის ბედნიერი მშობლები გავხდით. ყველას ბედნიერებას და ჯანმრთელობას გისურვებთ და ბოდიშს გიხდით უგრძესი პოსტისათვის, რომელშიც არც კი ჩაეტია სათქმელი”- წერს ელისო ჩაფიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „სალომე და ოთარ ზურაბიშვილებმა მამის უმდიდრესი კოლექცია ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცეს“
Next post როგორ დახვდნენ ლადო აფხაზავას ჩიბათის სკოლაში – ემოციური კადრები