ელისო ბოლქვაძემ ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში ნორჩ შემსრულებლებს მოუსმინა

Read Time:25 Second

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში გამართულ ნორჩ მუსიკოსთა მოსმენას დაესწრო. მოსმენა გაიმართა ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში, რომელიც პარლამენტის კულტურის კომიტეტის მიერ განხორციელებული რეფორმის საპილოტე სკოლად მოაზრება.

კონცერტის მონაწილეთაგან ორი ახალგაზრდა მუსიკოსი, ბარბარე თათარაძე და ანაჰიტ სტელმაშოვა პარიზში გაემგზავრებიან სადაც 24 მარტს საერთაშორისო ფონდ „ესოს ტალანტების“ (SOS TALANTS) კონკურსის 20 წლისთავთან დაკავშირებულ კონცერტზე მიიღებენ მონაწილეობას.

კონცერტს ასევე დაესწრო გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი, რომელიც მიესალმება სახელოვნებო განათლების რეფორმას საქართველოში და ახლაგაზრდა მუსიკოსებისთვის კრეატიული გარემოს და პირობების გაუმჯობესებას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკო ქაჯაიას წარმატებული გამოსვლა საბავშვო ევროვიზიაზე – ქართველმა კონკურსანტმა IV ადგილი დაიკავა
Next post გიული ალასანიას საკუთარი ბიზნესის შესაქმენლად სახელმწიფომ მინიმუმ 15 მილიონი დოლარი იზარალა