ელისაშვილი სარალიძეს: თუ გინდათ საქართველო თქვენს გვერდით დარჩეს, მარტო გაუძეხით აქციას

Read Time:43 Second

ალეკო ელისაშვილი ზორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს სოციალურ ქსელში მიმართავს.

“დიდი პატივისცემით მივმართავ ზაზა სარალიძეს – ბატონო ზაზა, გთხოვთ დღევანდელი აქცია წარმართეთ მხოლოდ თქვენ! ნათელია რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებს: ზვიად კუპრავას, ფარნაოზ ჭკადუას, გაზდელიანს და სხვებს სურთ თქვენი ტრაგედიის და ტკივილის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება. არ დაიყენოთ ეს ხალხი დღეს გვერდით, გთხოვთ გულითადად!

გუშინდელ აქციაზე ყველა თქვენი ტკივილის გასაზიარებლად მოვიდა, ყველა თქვენდამი სოლიდარული იყო და არა ყოფილი ზონდერების! გუშინ პირადადაც დაგიდასტურეთპატივისცემა და მხარდაჭერა, ახლაც ვადასტურებ. ნუ მისცემთ რევოლუციის სუნით ატაცებულ არაგუწლრფელ ადამიანებს თქვენით მანიპულირების უფლებას. ხომ დარწმუნდით რომ მთელი საქართველო თქვენს გვერდითაა?! ეს რომ ასე დარჩეს თქვენ უნდა გაწიოთ გვერდზე აჟიტირებული ნაზონდერალები და მარტო გაუძღვეთ აქციას. ზვიად კუპრავას და ნაციონალური მოძრაობის სხვა აქტივისტებს მოგმართავთ – ნუ, ცდილობთ ამ ადამიანის ტკივილის სათქვენოდ გამოყენებას. ამას უსინდისობა ჰქვია. თქვენს გამო მანდ არავინ მოსულა გუშინ და ვის გამოც მივიდა ხალხი იმ კაცს შეეშვით!”- წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გურამ გირგვლიანი: ჩემთვის უბედურებაა ისიც, რომ ზაზა სარალიძის გვერდით ჩემი შვილის მკვლელები დგანან
Next post კალაძე: კარგად მესმის რა მწარეა ეს ტრაგედია, რადგან საკუთარ ოჯახზე მაქვს გამოცდილი