ელისაბეთ რუდი – საქართველომ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია, თუმცა ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი დემოკრატიის გზაზე

Read Time:50 Second

საქართველომ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია, თუმცა ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოს დემოკრატიის გზაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელისაბეთ რუდმა „რესპუბლიკელი“ კონგრესმენის, მარკუეინ მალინის წერილზე კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, „კონგრესმენები წარმოადგენენ ამერიკის საკანონმდებლო შტოს და დეტალები სჯობს მათ ჰკითხოთ“.

“რაც შემეხება მე, როგორც აღმასრულებელი შტოს წარმომადგენელს, უნდა აღვნიშნო ის ძალიან დიდი პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია. ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოს დემოკრატიულ გზაზე, ვგულისხმობ იმ პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც მიმდინარეობს ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით და წარმოადგენს ძალიან კარგ შესაძლებლობას მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიებისთვის, რომ მიაღწიონ შეთანხმებას, წავიდნენ გარკვეულ დათმობაზე და მიიღონ საუკეთესო მოდელი ქვეყნის განვითარებისთვის. ასევე, მსურს ვახსენო, რომ მნიშვნელოვანია საარჩევნო რეფორმისა და კანონმდებლობის მიღება, რომელიც გაითვალისწინებს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ნებისმიერი საგამოძიებო პროცესი, ბრალება თუ სასამართლო პროცესი იყოს თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან, რადგანაც ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ადამიანის უფლებათა დაცვას და საქართველოს დემოკრატიას. შესაბამისად, ხელს შეუწყობს უფრო მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატის შექმნას ქვეყნისთვის და ამავდროულად, გააძლიერებს იმ ღირებულებებს, რაც არის საფუძველი საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობისთვის”, – განაცხადა რუდმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე „რესპუბლიკელი“ სენატორის წერილზე – მისი განცხადება ჩემთვის არ არის საინტერესო, ოფიციალური ამერიკის განცხადება ნამდვილად მნიშვნელოვანია
Next post ქართველი მოსწავლეები საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადიდან 16 მედლით დაბრუნდნენ