ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ „ლელოს“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება ოპოზიციურ პარტიებს შორის განხეთქილებასა და კონფლიქტს არ გამოიწვევს

Read Time:55 Second

ჩვენს თანამშრომლობას „ლელოსთან“, მიუხედავად განსხვავებებისა, და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან არაფერი ემუქრება, თუნდაც ასეთი გადაწყვეტილებების შემდეგ, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია „ლელოს“ მიერ ვაკეში კანდიდატურის დაყენების საკითხს.

მისივე თქმით, „ლელოს“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება ოპოზიციურ პარტიებს შორის განხეთქილებასა და კონფქლიტს არ გამოიწვევს.

„ეს გადწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი იყო იმ საჯარო განცხადებების შემდეგ, რაც მოვისმინე, თუმცა არავითარ შემთხევაში ამ გადაწყვეტილებამ არ უნდა გააჩინოს ბზარი იმ ძალიან მნიშვნელოვან ურთიერთობაში, რაც ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებობს და რა პასუხისმგებლობაც ჩვენ გვაქვს, რომ შევქმნათ საბოლოო ჯამში, კოალიციური მთავრობა და ვკონცენტრირდეთ მთავარ მიზანზე, „ქართული ოცნების“ ცვლილებისა და კოალიციის მოსვლის მიზანზე. ეს არ გამოიწვევს არანაირ განხეთქილებას, არანაირ კონფქლიტს ჩვენს პარტიებს შორის.

უნდა შევეჩვიოთ უერთერთპატივისცემას მაშინაც, როცა არის განსხვავებები ჩვენ შორის. ოპოზიციას აქვს ნამადვილად უპირატესობა. ყველაზე მთავარია, ჩვენ ადამიანები დავარწმუნოთ ცვლილების აუცილებლობაში და იმაში, რომ ეს ცვლილება იქნება არა უბრალოდ ცუდის გაშვება, არამედ რეალურად უკეთესის მოსვლა. საბოლოო ჯამში, ვინ რამდენ პროცენტს აიღებს და როგორ, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს. ჩვენს თანამშრომლობას „ლელოსთან“, მიუხედავად განსხვავებებისა, და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან არაფერი ექმურება, თუნდაც ასეთი გადაწყვეტილებების შემდეგ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„ლელო“-მ მაჟორიტარობის კანდიდატები გუშინ წარადგინა და ვაკის საარჩევნო ოლქში კანდიდატად ლევან კობერიძე დაასახელა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ავტომობილების განბაჟების გადავადებით 30 მილიონზე მეტი ოდენობის შეღავათი 24 000 ავტომფლობელს შეეხება
Next post კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია ხმებისა და ინტერესების მრავალფეროვნება, ვფიქრობ, ბოლო თვეებში საქართველო ამ მიმართულებით დგამს ნაბიჯებს