ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავა ინიშნება

Read Time:32 Second

ეკონომიკის მინისტრის ვაკანტურ პოზიციაზე მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა დაინიშნება. ამის შესახებ „პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.

გიორგი ქობულიამ თანამდებობა უკვე დატოვა. გუნდში მისი გადადგომა თითქმის ერთი თვეა განიხილება. თუმცა, „პრაიმტაიმთან“ მთელი ამ ხნის განმავლობაში ამ ინფორმაციას ღიად არავინ ადასტურებდა.

ნათია თურნავა ქობულიას გადადგომამდე მისი მოადგილე იყო. ის ეკონომიკის ამ პოსტზე გასული წლის სექტემბერში დაინიშნა. მსგავს თანამდებობას თურნავა 2006 წელსაც იკავებდა. მაშინ ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე იყო.

2013 წლიდან თურნავა იყო საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.

მისი სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს ხელმძღვანელ თანამდებობებს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში. ნათია თუნრავა მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამსახურში (1999 წ.), თბილისის საკრებულოსა (1998-2000 წწ.) და სახელმწიფო კანცელარიაში (1997-1998 წწ.).

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი-გუშინ მკითხა ჟურნალისტმა-გამიჭირდა პასუხი. დამამძიმა, ძველი ურთიერთობა მომაგონა ამ კითხვამ…
Next post “თი-ბი-სი-ში მივედი და ასე განმიცხადეს ვერ აგიყვანთ სამსახურშიო, წესით კლიენტები უნდა მოიზიდოთ თქვენ კიდევ გააქცევთო…”