0 0
Read Time:24 Second

“ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრის რანგში, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებს ხვდება. რა თქმა უნდა, საუბარი საქართველოს მომავალ განვითარებას შეეხება“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი ევროკავშირში ინტეგრაციას შეეხება.

„ბატონი პრემიერი მიუთითებს იმ პრიორიტეტის შესახებ, რაც სახელმწიფოს წინაშე დგას – ეს არის ჩვენი ევროინტეგრაცია. რა თქმა უნდა, ამ ვიზიტს აქვს პოლიტიკური დატვირთვა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკის რეფორმებისა და ცვლილებების მთავარი პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია“,- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები