ეკატერინე ტიკარაძე: სამთავრობო გუნდის მიზანი არაა შეზღუდვების დაწესება, მაგრამ გავცემთ რეკომენდაციებს, რომ გამოვიყენოთ პირბადე და დავიცვათ სოციალური დისტანცია

Read Time:50 Second

მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, რომ აუცილებლად დავრჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, სწორედ იმისთვის, რომ ჩვენ არ დავაწესოთ არანაირი შეწღუდვა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სამთავრობო გუნდის მიზანი არაა შეზღუდვების დაწესება, მაგრამ გავცემთ რეკომენდაციებს, რომ გამოვიყენოთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია და ჩვენი მოსახლეობა და ის ნაწილი, რომელიც მაღალი რისკის მატარებელია. ეს რიცხვობრივადაც მტკიცდება. ამას ამტკიცებს სიკვდილიანობის ის სტატისტიკა, რომელიც დღეს გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეების გაუფრთხილდნენ ერთმანეთს და დარჩნენ სახლში“ – აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 7093 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 3714 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 46 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უკრაინაში კორონავირუსი 4,633 ადამიანს დაუდასტურდა
Next post ეკატერინე ტიკარაძე: საარჩევნო უბნები ისე მოეწყობა, რომ მოქალაქეებს არჩევნების პერიოდში არანაირი რისკი არ შეექმნათ