ეკატერინე ტიკარაძე: საარჩევნო უბნები ისე მოეწყობა, რომ მოქალაქეებს არჩევნების პერიოდში არანაირი რისკი არ შეექმნათ

Read Time:33 Second

ჩვენი რეკომენდაციების თანახმად იქნება მიღებული ყველა გადაწყვეტილება და მოეწყობა ყველა საარჩევნო უბანი ისე, რომ მოქალაქეებს არანაირი რისკი არჩევნების პერიოდში არ შეექმნათ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით სამუშაოები არაერთი თვეა მიმდინარეობს და პროცესში როგორც ცესკო, ასევე შრომითი ინსპექციის სამსახურები არიან ჩართულნი.

„არაერთი თვეა ვმუშაობთ ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე ჩართულია ცესკო, ჩვენი შრომითი ინსპექციის სამსახურის მხრიდან დეტალურადაა შესწავლილი ყველა საარჩევნო ოლქი და ჩვენი რეკომენდაციების თანახმად იქნება მიღებული ყველა გადაწყვეტილება და მოწყობილი იქნება ყველა საარჩევნო უბანი ისე, რომ ჩვენს მოქალაქეებს არანაირი რისკი არჩევნების პერიოდში არ შეექმნათ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკატერინე ტიკარაძე: სამთავრობო გუნდის მიზანი არაა შეზღუდვების დაწესება, მაგრამ გავცემთ რეკომენდაციებს, რომ გამოვიყენოთ პირბადე და დავიცვათ სოციალური დისტანცია
Next post გიორგი გახარია შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა