ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმუნიზაციას, სავარაუდოდ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ჩაიტარებს.
„აუცილებლად შეგატყობინებთ, როდის ავიცრები. მე შევპირდი მოსახლეობას, რომ გავიკეთებ ვაქცინას და მედია ამის შესახებ აუცილებლად გაიგებს. სავარაუდოდ, „ასტრაზენეკათი“ ავიცრები, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას კითხვები ამ ვაქცინასთან დაკავშირებით და საზოგადოებაც განეწყოს დადებითად ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით“ – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.