ეკატერინე ტიკარაძე: ორსულებში ინფიცირება მნიშვნელოვნად შემცირებულია

Read Time:25 Second

ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ორსულებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა და მათ, ვისაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, მაქსიმალური ყურადღება ექცევათ.

„ორსულებში ინფიცირება მნიშვნელოვნად შემცირებულია. აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალში ყურადღებას რომელი ორსულებიც საჭიროებენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში ჩართულია ყველა წამყვანი სპეციალისტი. ამ ეტაპისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების მეტი მობილიზაცია და მეტი სოლიდარობა იმ რეგულაციების მიმართ, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არის მოწოდებული“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 591 766 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 556 810, გარდაიცვალა 8 446 პაციენტი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ქადაგიშვილი: ომბუდსმენის ინსტიტუტი და არასამთავრობოების ძალიან დიდი ნაწილი პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტები გახდნენ
Next post მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიცია დღეს განხორციელდება