ეკატერინე ტიკარაძემ რეგიონებში პედაგოგთა ვაქცინაციის მწვანე და წითელი ზონები დაასახელა

Read Time:37 Second

ეპიდემია უკან იხევს და სწავლის დაწყება კლასებში დასახელებული თარიღიდან შესაძლებელი იქნება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, „იმედის დილაში“ განაცხადა.

„მტკიცედ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სწავლის დაწყება საკლასო ოთახებში შესაძლებელი იქნება დასახელებული თარიღიდან. რაც შეეხება პედაგოგების ვაქცინაციას, არის თუ არა 80% აცრილი, გვაქვს სია სკოლებისა და რეგიონების ჭრილში. აქედან გამომდინარე, ამის კონტროლი ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ასევე, ხორციელდება მონიტორინგი და ყოველდღიური კომუნიკაცია იმ პედაგოგებთან, რომლებიც უნდა აიცრან“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

ამასთან, მინსტრმა რეგიონების ჭრილში პედაგოგთა ვაქცინაციის გრადაციის მაჩვენებლები დაასახელა. „ქვემო ქართლი, სამცხე და კახეთი წითელ ზონაშია, ვინაიდან აქ 20%-ზე ნაკლებია ზოგად პოპულაციაში ვაქცინირებულთა რაოდენობა. საჭიროა ამ რეგიონებში მეტი აქტივობა და წახალისება. სამინისტრო საკმაოდ აქტიურად მართავს ადგილზე შეხვედრებს. მწვანე ზონაშია თბილისი, რაჭა და აჭარა. დანარჩენი რეგიონები სულ ცოტათი უსწრებენ კახეთს და ცოტათი ჩამორჩებიან მწვანე რეგიონებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე სააკაშვილზე: ველოდებით, ველოდებით, ჩამოვიდეს
Next post კახა კალაძე : როდესაც გიორგი გახარიამ დააყენა კანდიდატურა თბილისის მერობაზე, ეს იმის დამადასტურებელი იყო, რომ „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი კავშირი არ აქვს