ეკატერინე დგებუაძე: სკოლებში ინფიცირების შემთხვევების კლება ქმნის წინაპირობას, რომ სასწავლო წელი მოსწავლეებმა კლასებში დაასრულონ

Read Time:34 Second

სასწავლო პროცესის დასრულებამდე ორი კვირით ადრე, სკოლებში მასწავლებელთა და მოსწავლეთა COVID19-ით ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდა, – ამის შესახებ „ქრონიკას“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განუცხადა.

„სასწავლო წლის დასრულებამდე ორი კვირაა დარჩენილი. ბოლო კვირის მონაცემებით, სკოლებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი მცირედით შემცირდა, რაც გვაძლევს იმის თქმის წინაპირობას, რომ სასწავლო წელს მოსწავლეები საკლასო ოთახში დაასრულებენ“, – განაცხადა დგებუაძემ.

სტატისტიკური მონაცემებით, ინფიცირების მაჩვენებელი შემცირებულია როგორც მოსწავლეებში, ასევე, მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებში. კერძოდ, 22-28 მაისის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,2 %-ს და მოსწავლეთა 0,04%-ს დაუდასტურდა.

მშობელთა თხოვნით, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 50 სკოლა და 131 ცალკეული კლასი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან დოლიძე – ეროვნული ინტერესები მოითხოვს ისეთ პოლიტიკურ პროცესს, სადაც ოპონენტები მეტი სიმშვიდითა და საქმის კეთებით შეეჯიბრებიან, თუ ვინ მოაგვარებს უკეთესად მოქალაქეების პრობლემებს
Next post ბავშვთა უფლებების თემაზე უფასო იურიდიული ტრენინგები ჩატარდება – რეგისტრაცია დღეს სრულდება