ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025

ევროპარლამენტის რეზოლუცია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი, მათე დევიძე, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი

ევროპარლამენტში დღეს მიღებული რეზოლუციით, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირი, მათ შორის აქტივისტი მათე დევიძე, ოპოზიციის ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია და ნიკა გვარამია, ასევე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი“.

ამასთან, როგორც ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი, რეზოლუციის მხარდამჭერები გმობენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ქმრის ძალადობრივ გატაცებას“.

„საქართველოს შესახებ  წინა რეზოლუციების გათვალისწინებით, რეგლამენტის 150(5) და 136(4) წესების გათვალისწინებით, ვინაიდან  მზია ამაღლობელი, ჟურნალისტი,  „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი, პროევროპული საპროტესტო აქციების დროს 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს და პოლიციელთან დაკავშირებული პროვოცირებული ინციდენტისთვის ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება; ვინაიდან დრაკონული კანონმდებლობის მიღება, როგორიცაა უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) და ცვლილებები მაუწყებლობის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და გრანტების შესახებ კანონებში, წარმოადგენს დემოკრატიული უკუსვლის სახიფათო დაჩქარებას და მიზანმიმართულ ავტორიტარულ სტრატეგიას „ქართული ოცნების“ მიერ,  კრიტიკული ოპოზიციისა და დამოუკიდებელი პოლიტიკური ხმების ჩასახშობად; იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებამ პრაქტიკულად გაანადგურა ქვეყანაში დარჩენილი დამოუკიდებელი მედია საშუალებები; იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივი საინფორმაციის სივრცე სრულად არის დაპყრობილი პროსამთავრობო მედიის მიერ, რომელიც ავრცელებს რუსული სტილის პროპაგანდას და ანტიევროპულ დეზინფორმაციას; იმის გათვალისწინებით, რომ მზია ამაღლობელის საქმეში ხელისუფლებამ უგულებელყო პროცედურული დაცვის მექანიზმები, მკაფიო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დააკისრა წინასწარი პატიმრობა, რაც  გაპროტესტებულია სახალხო დამცველის მიერ და დანიშნა მოსამართლე, რომელსაც არ გააჩნია სისხლის სამართლის კვალიფიკაცია; იმის გათვალისწინებით, რომ იგი ისჯება კორუფციის გამოვლენისა და 2024 წლის არჩევნების დროს არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის; ვინაიდან, გავრცელებული ინფორმაციით, მან განიცადა არაადამიანური მოპყრობა და 38-დღიანი შიმშილობას მიმართა; ვინაიდან ესტონეთმა და ლიეტუვამ დააწესეს პერსონალური სანქციები ქართველ მოსამართლეებსა და პოლიციელებზე, რომლებიც დაკავშირებული არიან მზია ამაღლობელის საქმესთან.მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას, გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას; მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ რეჟიმის სისტემურ თავდასხმას დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლო დამოუკიდებლობაზე; გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ჟურნალისტების თვითნებური დაკავებების, შევიწროებისა და მათ მიმართ ძალადობის გამო, მათ შორის ცილისწამების კამპანიების, სამართლებრივი დევნის, ძალადობისა და გენდერული ძალადობის გამო; მოუწოდებს დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებისკენ და მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დაშინება და უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და თავისუფლება;

მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირი, მათ შორის აქტივისტი მათე დევიძე, ოპოზიციის ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია და ნიკა გვარამია, ასევე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და გმობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ქმრის ძალადობრივ გატაცებას და მისი შვილების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მუქარების შესახებ შეტყობინებებს; მოუწოდებს ყველა რეპრესიული კანონმდებლობის დაუყოვნებლივ გაუქმებისკენ, დემოკრატიის აღდგენისა და მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო თავისუფლებების სრული დაცვისკენ; მოუწოდებს ევროკავშირს, გააძლიეროს მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის FARA-ს ძალაში შესვლის შემდეგ და აკონტროლოს მიმდინარე სასამართლო პროცესები; სინანულს გამოთქვამს, ევროკავშირის საბჭოს, წევრი ქვეყნებისა და ევროკომისიის მუდმივი უმოქმედობის გამო და იმეორებს წევრი ქვეყნებისადმი  თავის მრავალგზის მოწოდებას, დააწესონ ორმხრივი სანქციები „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე; გამოთქვამს შეშფოთებას არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმის ბოლოდროინდელი ტალღის გამო, რომელიც გამოწვეულია ზოგიერთი სახელმწიფო დაწესებულების მოთხოვნით, ისეთი როგორიცაა, ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც ითხოვს ბოლო წელიწადნახევრის დეტალური ფინანსური, სამართლებრივი და ოპერატიული ინფორმაციის მიწოდებას სამ სამუშაო დღეში. ხაზს უსვამს, რომ ეს მოთხოვნა თავისი განზრახვით შეუსრულებელია და შესაბამისად, საფრთხეს უქმნის სამიზნე ორგანიზაციების მუშაობას და მათი საქმიანობის შეჩერებას; ავალებს თავის პრეზიდენტს, გადაუგზავნოს ეს რეზოლუცია ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ეუთო-ს, პრეზიდენტ ზურაბიშვილს და საქართველოს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ცნობისთვის, 324 ხმით ხმით 25-ის წინააღმდეგ, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით, „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა 87-მა წევრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. როგორც პრემიერმა სოროკას სამედიცინო ცენტრის მონახულებისას განაცხადა.„მე გავეცი განკარგულება, რომ ხელშეუხებელი არავინაა. მირჩევნია, ქმედებებმა თავად თქვას სათქმელი. ყველა ვარიანტი ღიაა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.მისივე თქმით, აშშ-ის ჩართულობა ომში „პრეზიდენტ ტრამპის გადასაწყვეტია“.„ის გააკეთებს იმას, რაც უმჯობესია ამერიკისთვის და მე გავაკეთებ იმას, რაც უმჯობესია ისრაელისთვის“, – აცხადებს ნეთანიაჰუმ და აღნიშნა, რომ ტრამპმა „იცის თამაში“.ასევე, ნეთანიაჰუს აღნიშნავს, რომ ისრაელს შესწევს უნარი, დამოუკიდებლად განახორციელოს მთელი მისია.„ამ ოპერაციის დასასრულს არ იქნება არავითარი ბირთვული საფრთხე ისრაელისთვის და არ იქნება არავითარი ბალისტიკური საფრთხე“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ბერდია სიჭიანავა-ეს კაცი გიორგი ჭოლაძე ნაცმოძრაობის დამარცხების შემდეგ, 2013 წლის ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო დღეებში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) წევრობის კანდიდატად წარადგინა სააკაშვილმა,რაც...

ეს კაცი გიორგი ჭოლაძე ნაცმოძრაობის დამარცხების შემდეგ, 2013 წლის ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო დღეებში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) წევრობის კანდიდატად წარადგინა სააკაშვილმა,რაც ,,ოცნების'' პარლამენტმა მაშინ ჩააგდო.პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი ამბობს, რომ წულუკიანის კომისიაზე გამოძახებული ჭოველიძე მინისტრობის დროს "გამარჯობის თქმასაც ვერ უბედავდა" გიორგი გახარიას, ამიტომაც ბერდია სიჭინავა ამბობს, რომ კომიკური იყო ის ჩვენება, რომელიც მამუკა ბახტაძის აპარატის მაშინდელმა ხელმძღვანელმა წულუკიანის კომისიას მისცა.გიორგი ჭოლაძეზე საუბარი ცოტა კომიკურია. როგორი რიხიტაც ის საუბრობდა საგამოძიებო კომისიაზე, თიტქოს ეპაექრებოდა საუბარში გიორგი გახარიას, მაშინ როცა გამარჯობის თქმასაც ვერ ბედავდა და თავდახრილი დადიოდა ეს კლერკი ბახტაძის. მისი მიცემული ჩვენების განხილვა სერიოზული არ იქნება, იმიტომ, რომ ეს არის ცრუ მოწმე, რომელმაც ცრუ ჩვენება მიაწოდა საგამოძიებო კომისიას და აუცილებლად, ამ ადამიანებს  სამართლებრივ სახელმწიფოში ცრუ ჩვენების მიცემისთვის პასუხისგება აუცილებლად მოუწევთ. რაც შეეხება გერმანიის ელჩის იქ ყოფნას, რა არის ამაში გასაკვირი, რომ გერმანისი ელჩი ყოფილიყო პარლამენტის შენობაში, რამე დანაშაული ჩაიდინა ამით ან იქ ყოფნით? ვინმეს რამე მოუწოდა? ამიტომ სისულელეა ამაზე საუბარი", - აცხადებს ბერდია სიჭიანავა.ჭოლაძის თქმით, მას შემდეგ რაც 20 ივნისის ღამეს, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მხრიდან განცხადების გაკეთების შემდგომ სროლა დაიწყო, გახარიასა და ბახტაძეს შორის მძიმე საუბარი შედგა.

დონალდ ტრამპი – „უოლ სთრით ჯორნალს“ წარმოდგენა არ აქვს, რას ვფიქრობ ირანთან დაკავშირებით!

„უოლ სთრით ჯორნალს“ წარმოდგენა არ აქვს, რას ვფიქრობ ირანთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.აღნიშნულით ტრამპი მასთან დაკავშირებით „უოლ სთრით ჯორნალის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.ცნობისთვის, „უოლ სთრით ჯორნალმა“ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დონალდ ტრამპს ირანზე დარტყმის გეგმა დამტკიცებული აქვს, თუმცა ჯერ განკარგულება არ გაუცია.

გია ვოლსკი – ევროკავშირის რეზოლუცია სამართლიან ინფორმაციაზე დაფუძნებული არ არის, ინფორმაციას მათივე შექმნილი წყაროებდან იღებენ, რომელებიც ჩართული არიან პროცესების რადიკალიზაციის გეგმაში

ევროკავშირის რეზოლუცია სამართლიან ინფორმაციაზე დაფუძნებული არ არის, ინფორმაციას მათივე შექმნილი წყაროდან იღებენ – არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და ზოგიერთი პოლიტიკური პარტიიდან, რომელებიც ჩართული არიან პროცესების რადიკალიზაციის გეგმაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, კორუფციასთან ან არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით სამართლიანი დასკვნა ეუთო/ოდირის დოკუმენტში უნდა ვეძებოთ, სადაც ამგვარი არაფერი წერია.„ევროკავშირის რეზოლუცია სამართლიან ინფორმაციაზე დაფუძნებული არ არის. ინფორმაციას მათივე შექმნილი წყაროდან იღებენ – არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და ზოგიერთი პოლიტიკური პარტიიდან, რომელებიც ჩართული არიან პროცესების რადიკალიზაციის გეგმაში. არაერთი ასეთი რეზოლუციაა მიღებული. კორუფციასთან ან არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით სამართლიანი დასკვნა ყველაზე კომპეტენტური ორგანიზაციის დოკუმენტში უნდა ვეძებოთ – ეუთო/ოდირის, სადაც ამგვარი არაფერი წერია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.მისი თქმით, მთავარია ისიც, რომ ვერ გაყალბდება არჩევნები, რომლებიც ელექტრონულად ტარდება.„გადავხედეთ იმ განცხადებებს, რომელიც ცალკეული რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერებს ჰქონდათ. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშნეს ადამიანი, რომელიც თავის დროზე, ჩასაფრებული, ანტიქართული პოზიციიდან წერდა, რომ თურმე აქ გაყალბება შეუძლებელია, „ქართულმა ოცნებამ“ რეალურად გაიმარჯვა, მაგრამ მოხდა ძალადობა, ზეწოლა და ადამიანების ბულინგი, რომლებსაც ახდენდნენ ე.წ. ბირჟებზე კონცენტრირებული, ვიღაც საეჭვო გარემოების ახალგაზრდები. ამის მეტი არაფერი თქმულა. მზია ამაღლობელს რაც შეეხება, კონკრეტული დანაშაულია ჩადენილი, რომლისთვისაც ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში საკმაოდ მკაცრი სასჯელია გათვალისწინებული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: „სამართლიანობა იდევნება, ხოლო ძალადობის ჩამდენებს წმინდა გიორგის ორდენით აჯილდოებენ…ღმერთი სამართლიან ხალხთანაა – სიმართლის ძიება ქრისტეს მოწაფეობაა“

,,დააკვირდით, ჟურნალისტი, რომელმაც ხელი გაარტყა პოლიციელს, ციხეში ზის და პოლიციელები, რომლებმაც დალეწეს ჟურნალისტები და ხალხი და ახალგაზრდები, დააჯილდოვეს წმინდა გიორგის ორდენით. დააკვირდით, რატომ არ არის ეს ქრისტიანული, დააკვირდით, რატომ არ არის მათი სამართალი ქრისტიანული - წმინდა გიორგი მაწამებელი კი არ იყო, მოწამე იყო. როგორ შეიძლება წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვო ის, ვინც ხალხს აწამებს? სამართლიანობა რაღაცას უნდა ეფუძნებოდეს. რას ეფუძნება ჩვენი სამართალი? ფარაონის სამართალს? ასე უნდა ფარაონს და იმიტომ? ეს ხომ არ არის სახელმწიფოებრივი მმართველობა, რაც ფარაონს უნდა იმას აკეთებენ. რაც ერს სჭირდება, იმას უნდა აკეთებდნენ.დღეს ჩვენთან სამართალი იდევნება, სამართლიანობა იდევნება. სამართლიანი ხალხი იდევნება და მე იმედი მაქვს, რომ დაიბადება  სამართლიანი ხალხი და უზენაესი სამართალი საქართველოში.დადგება სამართალი, დაიბადება სამართლიანობა და სამართლიანი ხალხი საქართველოში. რაც იდევნება, ის უფორ დიდად და დიდად იბადება. ოქროპირი ამბობს, ჭეშმარიტებას რაც უფრო მეტად ეწინააღმდეგებოდნენ და ჯვარს აცმევდნენ, მით უფრო გამოჩნდებოდა მისი სიდიადეო. ჯვარცმით გამოჩნდა, რომ ქრისტე ღმერთია. ჯვარცმით გამოჩნდა, მას როგორ ვუყვარვართ. ამიტომ, მე მიხარია, რომ სიმართლისთვის მებრძოლი ხალხი ბევრნი ხართ და უფრო მეტი იქნებით, უფრო მეტი დაიბადება. შეგეწიოთ უფალი. ჩვენს ნავში ზის ღმერთი, სამართლიანი ხალხის ნავში ზის. ღმერთი ზის მასთან, ვინც სიმართლეს ეძებს, თავის მოწაფეებთან, რადგან ვინც სიმართლეს ეძებს, ისაა ქრისტეს მოწაფე. შეეწიოს ყველა სამართლიანობის მძებნელს და სამართლიან ხალხს"-ამბობს არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა ქადაგებისას

ბოლო სიახლეები