ევროკავშირი უკრაინის წინააღმდეგ კიბერშეტევას მკაცრად გმობს

Read Time:23 Second

ევროკავშირი უკრაინის სამთავრობო გვერდებზე კიბერშეტევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ევროკავშირი უკრაინის წინააღმდეგ კიბერშეტევას მკაცრად გმობს.

„ეს კიბერშეტევა უკრაინის მთავრობის ვებგვერდებზე მიუღებელია. ასეთი ქმედებები მიზნად ისახავს უკრაინის დესტაბილიზაციასა და დეზინფორმაციის გავრცელებას და შესაძლოა ხელი შეუწყოს ისედაც დაძაბული სიტუაციის შემდგომ ესკალაციას. უკრაინამ სწრაფი და გადამწყვეტი რეაგირება მოახდინა თავდასხმებზე. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები კონტაქტში არიან უკრაინასთან და მზად არიან, უკრაინას დამატებითი ტექნიკური დახმარება გაუწიონ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ყაზახეთიდან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან
Next post “მთავარი ჭკვიანის” საახალწლო ეთერში, რომლის წამყვანიც არხის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაა, უგულავამ 50 ათასი ლარი მოიგო.