ევროკავშირი და ნატო თანამშრომლობას გააფართოებენ, შესაბამის დოკუმენტს მხარეები ბრიუსელში გააფორმებენ

Read Time:30 Second

ევროკავშირი და ნატო თანამშრომლობას გააფართოებენ, შესაბამის დოკუმენტს მხარეები ბრიუსელში 10 იანვარს გააფორმებენ.

„რადგანაც უსაფრთხოების წინაშე არსებული ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც აღმოვჩნდით, სულ უფრო მასშტაბური ხდება, ჩვენ პარტნიორობას ახალ დონეზე ავიყვანთ“, – ეს ციტატა იმ დოკუმენტში იქნება ჩაწერილი, რომელსაც ხელს მოაწერენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, ნატო და ევროკავშირი უფრო დეტალურად შეათანხმებენ ქმედებებს რუსეთსა და ჩინეთთან მზარდი გეოსტრატეგიული კონკურენციის ფონზე, მათ შორის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში, კოსმოსის ათვისებაში, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლასა და უცხოეთიდან საინფორმაციო მანიპულაციების დაძლევაში.

ამას გარდა, დოკუმენტში იქნება მოწოდებები, რომ რუსეთმა შეწყვიტოს ომი უკრაინაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვატო შაქარიშვილი: 2008 წელს ნაყიდი თუ გზაში დაკარგული იარაღის საკითხი თავიანთ მოკავშირე, დავით კეზერაშვილთან გაარკვიონ, უნდათ ფულად მოთხოვონ უკან და უნდათ ნატურით
Next post ამირან სალუქვაძე კასიანოვის განცხადებაზე: სანამ აქედან წაღებული ტექნიკა რუსეთმა არ გამოფინა მოსკოვში, მანამდე უკრაინა მოყიდვასაც კი უარყოფდა. ჩვენ ეს ტექნიკა ვიყიდეთ