დღე-ღამეში მსოფლიოში 5 300-მდე კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Read Time:28 Second
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 800 400-ს გადააჭარბა.
 
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 800 420 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 23 025 622 ადამიანი დაინფიცირდა.
 
მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 213 131 შემთხვევა გამოვლინდა, 5 288 ადამიანი კი COVID-19-ს ემსხვერპლა.
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
 
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქუთაისში დადასტურებული კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა ე.წ. მესტიის კლასტერს უკავშირდება
Next post შატილის გზაზე მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა