დღეს, 22:30 საათზე ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ „თავისუფალ ხედვაში“

Read Time:50 Second

ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ საქართველოს პირველი არხის ეთერში 22:30 საათზე დაიწყება.

პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა პირველი სატელევიზიო ინტერვიუ საქართველოს პირველ არხს მისცა.

„მე აღარ ვაპირებ კონსულტაციების მიცემას გუნდისთვის. მე საჯაროობას ვწყვეტ და ალბათ, ბოლო ინტერვიუ იქნება თქვენთან. რაც შემეძლო, გავაკეთე და ახლა რაღატომ მოვდივარ? ესე იგი, თუ ისევ უკან მოსვლა მიწევს, რაღაც სწორად ვერ გავაკეთე. თუ სწორად ვერ გავაკეთე, უკან რაღატო გავიქაჩო, ხომ? მარტივი თემაა. ერთადერთი, რაც ვთხოვე გუნდს, არ უნდა მოერიდონ ერთმანეთის ოპონირებას. ყველაფერი ნახა ჩვენმა საზოგადოებამ, მას აქვს არჩევის საშუალება და მან ისწავლა არჩევა, ისწავლა კონტროლიც.

უახლოეს ოთხ-ხუთ წელიწადში „ქართულ ოცნებას“ არაფერი მოუვა. ქართული საზოგადოება უკაცრავად და ქარაქუცა პარტიებით აღარ ჩაანაცვლებს „ქართულ ოცნებას“. უფრო ნიჭიერი ხალხით დაკომპლექტებული ახალი ძალა გაჩნდება. მოვესწრები იმას, რომ ჯანსაღი ძალით ჩანაცვლდეს „ქართული ოცნება“. 2024-ში ჩვენ განაცხადს შევიტანთ ევროკავშირის წევრობაზე. ყველაზე განვითარებული და საინტერესო დემოკრატიული ქვეყნების ოჯახში მივიდეთ, სადაც ჩვენი ადგილია“, – განაცხადა ივანიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა არა ძალაუფლების საძიებლად, არამედ სხვის მიერ მიტაცებული ძალაუფლების ხალხისთვის დასაბრუნებლად – „entrepreneur
Next post ბიძინა ივანიშვილი – როდესაც მოვედი პოლიტიკაში, განცხადება გავაკეთე, რომ ვიქნებოდი, ვიდრე არ გავისტუმრებდი მოძალადე ხელისუფლებას, ჩემი დანაპირები შევასრულე