დღეს მარიანა ჩოლოიანს ბრალს წარუდგენენ

Read Time:43 Second

15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებულ გამომძიებლს, მარიანა ჩოლოიანს ბრალს დღეს წარუდგენენ.  ადვოკატის თქმით, ჩოლონიანი ბრალდებას არ აღიარებს.

ამ დროისთვის, ჯანმრთელობის გაუარესების გამო ჩოლოიანი სამედიცინო დაწესებულებაში პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

დაკავებულის განცხადებით, მისი მხრიდან პოლიციის განყოფილებაში მოზარდის მიმართ რაიმე სახის იძულებას ადგილი არ ჰქონია.

დაცვის მხარის განცხადებით, მოზარდი მშობლის გარეშე გამოკითხვაზე არ ყოფილა. 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ჩოლოიანი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით არის დაკავებული, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის „მწვანე სკოლის“ დირექტორის მოადგილე, კერძო სექტორის სასწავლო ნაწილი და ამავე სკოლის დაცვის თანამშრომელი.

ინსპექტორის სამსახურის შენობა კერძო სექტორის სასწავლო ნაწილმა გვიან ღამით დატოვა. მისი განცხადებით, უწყებას აინტერესებდა, იცნობდა თუ არა გარდაცვლილს, რომელ საათზე მივიდა სკოლაში და რა დახვდა შენობაში. მისი განმარტებით , გარდაცვლილ მოზარდთან შეხება არასდროს ჰქონია და ფოტოზეც ვერ ამოიცნო, რადგან სკოლაში ორი სექტორია, გარდაცვლილი მოზარდი კი, ამ სკოლის საჯარო სექტორში სწავლობდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია – დღეს არ არის ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზების დრო, დღეს არის კონკრეტული ნაბიჯების დრო
Next post გიორგი გახარია: ჩვენ უფრო სწრაფად და სისტემურად უნდა ვიმოქმედოთ მოზარდების მართლმსაჯულების მიმართულებით