დღეს თემურ წიკლაური 75 წლის გახდა

Read Time:42 Second

მომღერალი თემურ წიკლაური, 1946 წლის  22 იანვარს დაიბადა , დაბა კოჯორში.

დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი 1972 წელს.

1967 წლიდან იყო საქართველოს ფილარმონიის სოლისტი; 1967–1972წწ. ანსამბლ “ციცინათელას” წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ “ივერიას” სოლისტი; რეპერტუარი, ქართველ კომპოზიტორთა სიმღერები, მათ შორის: “ჩემი თბილისი და ფიროსმანი”(ნ. გიგაური), “საქართველოს მანანებო”(კ. ცაბაძე), “იყიდება საქართველო”(ა. ბასილაია), “დინამო”(ვ. აზარაშვილი); ა. ბასილაიას მიუზიკლები(სცენარი ჯ. ბაღაშვილის): არწივი(1980, “ჩხიკვთა ქორწილი”), მეფე აიეტი(1983, “არგონავტები”), გერვასი(1986, “თოვლის ბებოს ზღაპარი”), ნიკო ფიროსმანი(1995, “ფიროსმანი”); როლები კინოფილმებში: “სინათლე ჩვენს ფანჯრებში”(1968), “ივერია, სიყვარული და…”(1974), “უმცროსი და”(1977), “ჩხიკვთა ქორწილი”(1984), “არგონავტები”(1985); 2014 წელს გაიხსნა ვარსკვლავი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან; საესტრადო მომღერალი.

ამ დროისთვის 75 წლის თემურ წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. მომღერალი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა.

tiflisnews-ს ბატონ თემურს მალე გამოჯანმრთელებას და ბედნიერი წლების სიმრავლეს უსურვებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პროკურატურა: სტრასბურგის სასამართლოში სახელმწიფო პოზიციების შემუშავების პროცესში გენერალურ პროკურატურას სხვა უწყებებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის
Next post ალექსანდრე გოგინავა: იმედი მაქვს, 2021 წლის შემდეგ კორონავირუსი მწარე მოგონებად დარჩება