დღეს ელდარ შენგელაია 90 წლის გახდა

Read Time:30 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ელდარ შენგელაიას 90 წლის იუბილეს ულოცავს.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ამაყობს, რომ ელდარ შენგელაიას სახით მსოფლიო კლასის რეჟისორი ჰყავს, რომელმაც ფართოდ გაუთქვა სახელი ქართულ კინოს.

„90 წლის იუბილეს ვულოცავ ჩვენს სახელოვან რეჟისორს, ელდარ შენგელაიას. ელდარ შენგელაიას ღვაწლი ქართულ კინოხელოვნებაში განუზომელი და ფასდაუდებელია. მის შემოქმედებას, ასე საყვარელსა და საამაყოს ყოველი ჩვენგანისთვის, განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართულ კინემატოგრაფიაში. ელდარ შენგელაიას კინოშედევრების თითოეული პერსონაჟი სიყვარულსა და სიკეთეს ასხივებს და დღემდე ახლობელი და საყვარელია ყველა თაობისთვის. საქართველო ამაყობს, რომ ჰყავს მსოფლიო კლასის რეჟისორი, რომელმაც ფართოდ გაუთქვა სახელი ქართულ კინოს. ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ ჩვენს დიდ რეჟისორს“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკა მელია – არჩევნებზე დარეგისტრირდა 49 756 ამომრჩეველი, ხალხს უნდა, რომ არაფორმალური გავლენებისგან დაიცვას და გადაარჩინოს პარტია
Next post გიული ალასანია: კლინიკის მთელი ვერტიკალი ტყუის, ექიმები ზეწოლის ქვეშ არიან – ჩემმა შვილმა ბოლო 4 დღეში 5 კილოგრამი დაიკლო