დღეიდან ტაქსით გადაადგილებისას სამზე მეტი პირის მგზავრობის აკრძალვა იხსნება

Read Time:20 Second

აქდღეიდან ტაქსით გადაადგილებისას სამზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) მგზავრობის აკრძალვა იხსნება. ამას ითვალისწინებს მთავრობის 23 მარტის დადგენილება, რომლის შედეგად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილება შედის.

დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მეორე მუხლის მეშვიდე პუნქტის ახალი რედაქციის თანახმად, ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისას, როგორც მძღოლი, ისე მგზავრები, აღჭურვილი უნდა იყვნენ პირბადით. სხვა რეგულაცია ამ კუთხით აღარ მოქმედებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნატო: რუსეთის აგრესიული ქმედებები ევროატლანტიკური უსაფრთხოებისათვის საფრთხეს წარმოადგენს
Next post ლევან რატიანი: კახი კავსაძის სიცოცხლის გადასარჩენად მასთან ერთად ვიბრძვით