დღეიდან პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

Read Time:24 Second

შინაგან საქმეთა სამინისტროში თანამშრომლების სოციალური პირობების გაუმჯობესების პროცესის ფარგლებში 2020 წლის 1-ლი ივლისიდან პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„უწყების გამართული ფუნქციონირების, მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება. ამ ეტაპისთვის დანერგილია ანაზღაურებადი სტაჟირების სისტემა, რაც სამინისტროში ახალი და მოტივირებული კადრების მოზიდვას ემსახურება. გარდა ამისა, სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული განახლების პროცესი, რაც თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. სისტემაში განხორციელებული აქტივობები სამინისტროს თანამშრომლების სამუშაო პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესებას და მოტივაციის ამაღლებას ემსახურება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი შრომის კოდექსს განიხილავს
Next post კელი დეგნანი – სიამაყით ვივსებით, როდესაც ვხედავთ, როგორ ვითარდება საქართველო, მაგალითად, საკონსტიტუციო ცვლილებების კუთხით