დღეიდან მოქალაქეებს საერთაშორისო სიმბარათის აღება იუსტიციის სახლშიც შეუძლიათ

Read Time:24 Second

იუსტიციის სახლი მომხმარებლებისთვის ახალი სერვისების შეთავაზებას განაგრძობს. უკვე დანერგილ 400-მდე მომსახურებას ამჯერად გლობალ სელის საერთაშორისო სიმ-ბარათების გაცემის სერვისი დაემატა.

იუსტიციის სახლი საზღვარგარეთ წასვლის მსურველ მოქალაქეს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში აიღოს ბიომეტრიული პასპორტი, სამოგზაურო დაზღვევადა უკვე დღეიდან – საერთაშორისო სიმბარათი.

ახალი მომსახურების მომწოდებელი მობილური ოპერატორი აუქციონის წესით შეირჩა. გლობალ სელი მომხმარებლებს საერთაშორისო სიმბარათებს განსაკუთრებული პირობებით და სპეციალურ ფასად სთავაზობს.

მომხმარებლებს გლობალ სელის საერთაშორისო სიმბარათის შეძენა 15 ლარად შეეძლებათ. საერთაშორისო სიმბარათის შეძენა შეუძლია ყველა სრულწლოვან მოქალაქეს იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა ბახტაძე: მეწარმეები რაც შეიძლება ნაკლებ დროს უნდა ხარჯავდნენ საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობისას
Next post პარლამენტი 14-წლამდე მოზარდთა მართლმსაჯულების კოდექსზე მუშაობს