მამუკა ბახტაძე: მეწარმეები რაც შეიძლება ნაკლებ დროს უნდა ხარჯავდნენ საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობისას

Read Time:37 Second

„დღეს, ეს ზღვარი არის 100,000 ლარი და ჩვენ 5-ჯერ ვზრდით ამ ზღვარს. ჩვენ ასევე 5-ჯერ ვამცირებთ გადასახადებს ჩვენი მეწარმეებისთვის და ნაცვლად დღეს არსებული 5%-იანი ზღვარიდან, ჩამოვდივართ 1%-იან ნიშნულამდე. ჩვენი მიზანია, მეწარმეები, რაც შეიძლება ნაკლებ დროს ხარჯავდნენ საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობისას და ისინი მთლიანად იყვნენ ფოკუსირებულები თავიანთ ეკონომიკურ საქმიანობაზე. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მცირე მეწარმეები გავათავისუფლოთ ყველანაირი დამატებითი ბუღალტერიის წარმოებისგან. მცირე ბიზნესს ვალდებულება ექნება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში გამოიყენოს მხოლოდ საკონტროლო-სალარო აპარატი და სასაქონლო ზედნადები,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

„მეხუთე და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი- მცირე მეწარმეები, რომელიც მცირე მეწარმის სტატუსის პარალელურად ჩათვლიან საჭიროდ დარეგისტრირდნენ დღგ-ს გადამხდელებად, ისინი სტანდარტულ რეჟიმში შეძლებენ დღგ-ს ჩათვლას, ან დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნებას ბიუჯეტიდან 5-დან 7 დღის ვადაში,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გაგუას კლინიკაში სამი ტყუპი დაიბადა
Next post დღეიდან მოქალაქეებს საერთაშორისო სიმბარათის აღება იუსტიციის სახლშიც შეუძლიათ