დონალდ ტრამპმა პირველი კვარტლის ხელფასი ვეტერანთა საქმეების სამინისტროს გადასცა

Read Time:29 Second

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი პირველი კვარტლის ხელფასი ვეტერანთა საქმეების სამინისტროს გადასცა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, სარა სანდერსმა განაცხადა. მისივე თქმით, ამით დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო დაპირებას ასრულებს.

ტრამპის ქონების ოდენობა დაზუსტებულადარავინ იცის, თუმცა მიიჩნევა, რომ ის მილიარდერია. პრეზიდენტად არჩევამდე ტრამპი ბიზნესმენი და შოუმენი იყო. ექსპერტების დიდ ნაწილს ეჭვი ეპარება, რომ მისი ქონება 10 მილიარდს აღემატებოდეს.

აშშ-ის პრეზიდენტის ხელფასი წლიურად 400 ათასი დოლარია. მის უსაფრთხოებასა და მგზავრობაზე, მათ შორის შვებულებაზე, წელიწადში ათობით მილიონი დოლარი იხარჯება. მას ასევე შეუძლია განკარგოს წელიწადში 50 ათასი დოლარი პირადი საჭიროებისთვის, 19 ათასი დოლარი გართობისთვის, 100 ათასი დოლარი კი მოგზაურობისთვის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ავტომობილი ქვეითს შეეჯახა – მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა
Next post გიორგი კვირიკაშვილი – საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ხმელეთის მსგავსად, ჰაერითაც შეძლებს, აზია და ევროპა უმოკლესი მარშრუტებით დააკავშიროს