ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ამერიკელ ჯარისკაცს მოკლავს, მათ ეს მკვლელობა ძალიან ძვირი დაუჯდებათ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„ეს დირექტივა გადაეცა ომის მდივან პიტ ჰეგსეთს, გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე დენიელ კეინს და ყველა სამხედრო ლიდერს“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ასევე, ტრამპის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს აშშ-ის ტერიტორიაზე ყოფნისას დაკავება არანაირად არ მოხდება.
„ის ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ იბრძვის, რომელმაც ცოტა ხნის წინ 52000 უდანაშაულო დემონსტრანტი მოკლა და უკანასკნელი 47 წელი ამერიკელი ჯარისკაცებისა და სხვების მკვლელობაში გაატარა“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

