პარასკევი, მაისი 1, 2026

დონალდ ტრამპის პასუხი კანადის პრემიერის განცხადებაზე, რომ ზოგიერთი ადგილი არასდროს იყიდება – „არასდროს თქვა არასდროს“

თეთრის სალხის ოვალურ კაბინეტში კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ ზოგიერთი ადგილი არასდროს იყიდება, რასთან დაკავშირებითაც დონალდ ტრამპმა აღნიშნა – „არასდროს თქვა არასდროს“.

ჟურნალისტებმა დონალდ ტრამპს ჰკითხეს თავის წინა განცხადებებთან დაკავშირებით, როდესაც მან კანადა აშშ-ის 51-ე შტატად მოიხსენია.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ის პატივს სცემს კანადელებს და თქვა, რომ დედამისის ოჯახის წევრები კანადაში ცხოვრობდნენ.

„კანადა ძალიან განსაკუთრებული ადგილია“, – განაცხადა ტრამპმა.

კანადის მიერთებასთან დაკავშირებით რეპორტიორის კითხვაზე აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კვლავ თავის აზრზე რჩება, თუმცა „ტანგოს ორი სჭირდება“.

„მჯერა, ეს იქნება გადასახადების მასობრივი შემცირება კანადის მოქალაქეებისთვის, უფასო შეიარაღებული ძალები, შესანიშნავი ჯანდაცვა და სხვა. იქნება ბევრი უპირატესობა. თქვენ იცით, რომ მე უძრავი ქონების დეველოპერი ვარ. როდესაც მოაშორებთ ამ ხელოვნურად გავლებულ ხაზს, ვიღაცამ მრავალი წლის წინ გაავლო ეს ხაზი ქვეყნის თავზე სახაზავით, როდესაც უყურებ ამ ლამაზ ფორმირებას გაერთიანებულად, ძალიან არტისტული პიროვნება ვარ და ამას როცა შევხედე, ვთქვი, ეს არის ის, როგორც უნდა ყოფილიყო. მე ვგრძნობ, რომ ეს ბევრად უკეთესი იქნება კანადისთვის. თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ ამის განხილვას, ვიდრე ვინმე არ მოისურვებს. ვფიქრობ, კანადის მოქალაქეებისთვის უზარმაზარი ბენეფიტები არსებობს, მნიშვნელოვნად დაბალი გადასახადები, უფასო შეიარაღებული ძალები, რასაც არსებითად ყველა შემთხვევაში გაძლევთ, რადგან ჩვენ ვიცავთ კანადას, თუ ოდესმე პრობლემა გქონიათ. ეს იქნება ნამდვილად შესანიშნავი ქორწინება, რადგან ეს არის ორი ადგილი, რომლებიც კარგად უგებენ ერთმანეთს, მათ მოსწონთ ერთმანეთი“, – განაცხადა ტრამპმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კარნიმ თქვა, რომ არსებობს ადგილები, რომლებიც არასდროს იყიდება, რაზეც ტრამპმა განაცხადა, რომ ეს სიმართლეა.

„როგორც იცით, უძრავი ქონებიდან არსებობს ზოგიერთი ადგილი, რომელიც არასდროს იყიდება. ჩვენ ერთ-ერთ ასეთ ადგილას ვსხედვართ. ბუკინგემის სასახლე, რომელსაც თქვენ ასევე სტუმრობდით. საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მე ვხვდებოდი კანადის „მფლობელებს“ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში და ის არ იყიდება და არასდროს არ გაიყიდება. თუმცა შესაძლებლობა არის პარტნიორობაში და იმაში, რისი შექმნა შეგვიძლია ერთად და ამის ნაწილი, როგორც პრეზიდენტმა ახლახან აღნიშნა, ეხება ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებას. ჩემი მთავრობა მოწოდებულია, ნაბიჯები განახორციელოს კანადის უსაფრთხოებაში ჩვენი ინვესტიციების მხრივ, ჩვენს პარტნიორობაში. მე ასევე ვთქვი, რომ პრეზიდენტმა გამოაცოცხლა საერთაშორისო უსაფრთხოება, გამოაცოცხლა ნატო“, – აღნიშნა კარნიმ.

„კანადა აძლიერებს სამხედრო მონაწილეობას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არასდროს თქვა არასდროს“, – განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი შარაშიძე – მიხეილ სააკაშვილს ქართულ ეკლესიაზე გული თუ მართლა შესტკივა, სჯობს, ხმა საერთოდ არ ამოიღოს, აბსოლუტურ ჭეშმარიტებასაც რომ ამბობდეს, ხალხი მისგან ამას არ...

მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური მოტივი და საქმის გაფუჭების ინტერესი ამოძრავებს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.დეპუტატს კითხვა დაუსვეს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტზე, სადაც აღნიშნულია: „ძალიან მიკვირს მედიის, რომელიც ისე აქტიურად აშუქებს პატრიარქის ე.წ. არჩევნების რუსულ სპეცოპერაციას, ვითომ მართლა რაიმე კონკურენტულ პროცესთან გვქონდეს საქმე და ინტრიგა რჩებოდეს. ამ „არჩევნების“ სცენარი დიდი ხანია, დაწერილია ლუბიანკაზე, ინსტრუქციები გაშვებულია ივანიშვილთან და ეკლესიაში, აგენტურასთან“.როგორც შარაშიძემ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ეკლესიაზე საუბრისგან თავი უნდა შეიკავოს.„ქართული სიბრძნეა, საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო. მიხეილ სააკაშვილს ქართულ ეკლესიაზე გული თუ მართლა შესტკივა, სჯობს, ხმა საერთოდ არ ამოიღოს. მან კარგად იცის, სულ რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება იყოს, ხალხი ამას მისგან არ მიიღებს. მას მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური მოტივი და საქმის გაფუჭების ინტერესი ამოძრავებს. მისი არცერთი განცხადება არ მახსენდება, რომელიც რეალური პრობლემების გადაჭრას ემსახურება. შეიძლება, გარკვეულ შემთხვევაში სიმართლესაც წერდეს, მაგრამ მის მიმართ ქართველი ხალხის დამოკიდებულება როგორიც არის, ის საქმეს აფუჭებს. როცა საქმე ეკლესიას ეხება, მას მოვუწოდებ, ახსოვდეს, ეს დიდი ქართული სიბრძნე“, – განაცხადა შარაშიძემ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იუსტიციის სახლს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, ასევე იუსტიციის სახლის თავმჯდომარის მოადგილეები და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები. ამავე ღონისძიების ფარგლებში, იუსტიციის სახლმა თანამშრომლობის მემორანდუმები 16 უნივერსიტეტთან გააფორმა.დოკუმენტი ითვალისწინებს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტებისთვის სტაჟირების შესაძლებლობების შექმნას, რაც მათ პროფესიული უნარების განვითარებასა და პრაქტიკული გამოცდილების დაგროვებაში დაეხმარება. ასევე, წარმატებული სტაჟირების შემთხვევაში, ახალგაზრდებს ექნებათ დასაქმების პერსპექტივაც.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის განცხადებით, აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია განათლებასა და პრაქტიკულ საქმიანობას შორის კავშირის გაძლიერების მიმართულებით. პროფესორ თამარ წერეთლის თქმით, მსგავსი ინიციატივები სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, თეორიული ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში გამოსცადონ, რაც მათი კონკურენტუნარიანობის ზრდას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე.„ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორობის ჩამოყალიბება, რომელიც სტუდენტებს რეალურ სამუშაო გარემოსთან დააახლოებს. იუსტიციის სახლთან თანამშრომლობა ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს გაიღრმავონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკაში გამოცადონ საკუთარი უნარები, გაეცნონ საჯარო სერვისების თანამედროვე სტანდარტებს, ჩამოიყალიბონ პროფესიული ხედვა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათი კონკურენტუნარიანობის ზრდას და მომავალში დასაქმების შესაძლებლობებს გააფართოებს”, - აცხადებს თამარ წერეთელი.

ეკა სეფაშვილი – „ხალხის ძალის“ რეკომენდაცია იქნება, თავი შევიკავოთ ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნის მიღებისგან, რათა კონკრეტულ რეკომენდაციებზე სიღრმისეულად ვიმსჯელოთ

არ ვეთანხმები კერძო ეტიკეტის დანერგვის პრაქტიკას საქართველოში, ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება, გლობალურ ქსელებს მივანიჭოთ გაზრდილი ძალაუფლება, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, უმჯობესი იქნებოდა დასკვნაში მეტი კონკრეტიკა ყოფილიყო.„მიდგომებს, რომელიც დასკვნაშია წარმოდგენილი, ზოგადად რასაკვირველია ვეთანხმები, თუმცა კარგი იქნებოდა დასკვნაში მეტი კონკრეტიკა ჩაგვეწერა. პირადად მე არ ვეთანხმები კერძო ეტიკეტის დანერგვის პრაქტიკას საქართველოში, იმიტომ, რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება იმისთვის, რომ გლობალურ ქსელებს მივანიჭოთ გაზრდილი ძალაუფლება და საბოლოო ჯამში, ეს ისევ მიგვიყვანს მათ მონოპოლისტურ მდგომარეობამდე. ეს არანაირად არ არის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა იმიტომ, რომ თუ მათი ეტიკეტირება, სახელი და იდენტობა დაიკარგება და ვიღაცა მსხვილი ბიზნეს ოპერატორი გააკონტროლებს ამას, გამოვა, რომ ისევ და ისევ მონოპოლიისკენ წავალთ. თუმცა ეს მსჯელობის საკითხია, რა, როგორ და რანაირად წარმოგვიდგენია და სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ დრო საკმარისი არ იყო ამ დასკვნის კონკრეტული რეკომენდაციების შინაარსის უკეთ გასაგებად.მედიკამენტებთან დაკავშირებით აქ საუბარი იყო რეფერენტულ ფასებზე, რისი პრაქტიკაც ჩვენ უკვე გვაქვს და თუ არ ვცდები 11 ათასი დასახელების მედიკამენტია მოქცეული რეფერენტულ ფასებში, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში, რაც დაინერგა რეფერენტული ფასების პრაქტიკა, გარკვეული გამოწვევები უკვე გამოჩნდა და ვფიქრობ, რომ ჩვენი კომისიის დასკვნაში ეს გარკვეული გამოწვევები უნდა იქნას ასახული და გაასწოროს ის, რაც ამ რეფერენტულმა ფასებმა გამოიწვია და მოსახლეობას კიდევ უფრო გაჯანსაღებული მოდელი შევთავაზოთ.ასევე, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ბავშვთა კვებაზე, რომელიც არაბუნებრივად მაღალი ფასები ღირს. საქართველოს დღევანდელი დემოგრაფიული პრობლემა ყველამ კარგად ვიცით, ეს პრობლემა ერთი ხელის მოსმით ვერ გადაწყდება. მძიმე პრობლემაა, კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს, მხოლოდ ფინანსური მექანიზმები ამას არ შველის და ბავშვთა კვება არის მისი ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაიმე უფრო მეტად კონკრეტული, ქმედითი, ღირებული და მოსახლეობისთვის ხელსაყრელი მიდგომა უნდა შევიმუშაოთ. იმ მიდგომაზე, რომელიც დასკვნაში არის გაწერილი, მე გარკვეული კითხვები მაქვს, თუმცა ალბათ ესეც მსჯელობის საკითხია და შეიძლება მე რაღაც კარგად ვერ გავიგე.ახლა მე ვსაუბრობ პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ სახელით და ჩვენი რეკომენდაცია იქნება, თავი შევიკავოთ დღეს ამ დასკვნის მიღებისგან და კიდევ უფრო მეტი დრო გამოვყოთ იმისათვის, რომ სიღრმისეულად შევისწავლოთ და ვიმსჯელოთ კონკრეტულ რეკომენდაციებზე, გავერკვეთ რეკომენდაციებში და შემდეგ უფრო ინფორმირებულად დავუჭიროთ ან არ დავუჭიროთ მხარი ამ ყველაფერს“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.ცნობისთვის, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა.

გურამ მაჭარაშვილი ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნაზე: დოკუმენტს, უნდა ჰქონდეს ისეთი შინაარსი, რომ შექმნას არა მხოლოდ მოლოდინი, არამედ საფუძველი, რომ ფასების რეგულირება ნამდვილად მოხდება

„კონკრეტიკა ნაკლებად ჩანს - ზოგადად წერია, რომ ჯანსაღი კონკურენცია უნდა დაარეგულიროს სააგენტომ, მაგრამ როგორ მოხდება - ეს უკვე დეტალებია და სწორედ ეს დეტალები არ ჩანს,“ -  ასე აფასებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნას.გურამ მაჭარაშვილის თქმით, ზოგადი ხასიათის მიგნებები, არ იქნება საკმარისი და შესაბამისად კონკრეტიკის დეფიციტი გამოიწვევს იმას, რომ რეალურ შედეგს ვერ მივიღებთ, რადგან არ გვეცოდინება, ვის უნდა მოვთხოვოთ პასუხი.„ის, რომ ბაზარი არეგულირებს ფასებს, გასაგებია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ბაზარზე არსებობს გარკვეული ტიპის მონოპოლია. ვეთანხმები კოლეგებს, რომ ძალიან მოკლე პერიოდი გვქონდა ამ დასკვნის შესასწავლად, მინიმუმ 2-3 დღე მაინც რომ გვქონოდა, შესაძლოა პირველადი დასკვნები გამოგვეტანა. თუმცა, რაც წავიკითხეთ, არავინ ამბობს, რომ არ ვარგა დოკუმენტი, კარგი ნაშრომია, მაგრამ ეს აქტი ხომ პარლამენტის მიერ არის მისაღები, და ამ აქტით, თუ კონკრეტულად არ ვუთხრით მთავრობას, საქვეუწყებო დაწესებულებებს ან სხვა შესაბამის ორგანოებს, რა ნაბიჯებია გადასადგმელი, მხოლოდ ზოგადი ხასიათის მიგნებები, რაც სწორად წერია ამ დასკვნაში, არ იქნება საკმარისი.შემდგომ, ჩვენ, როგორც პარლამენტარებს, გაგვიჭირდება გავაკონტროლოთ მთავრობის რომელიმე უწყება და მოვთხოვოთ, გადადგეს თუ არა კონკრეტული ნაბიჯები. ამ მიმართულებით კონკრეტიკა ნაკლებად ჩანს - ზოგადად წერია, რომ ჯანსაღი კონკურენცია უნდა დაარეგულიროს სააგენტომ, მაგრამ როგორ მოხდება - ეს უკვე დეტალებია, და სწორედ ეს დეტალები არ ჩანს. ამიტომაც მარტივად გვერდის ავლა შეუძლია აღმასრულებელ ხელისუფლებას და შეიძლება არც შეასრულოს კონკრეტული ქმედებები. ჩვენი პოზიცია ესაა: რეალურად ფასების რეგულირება უნდა მოხდეს - ამას ელოდება საზოგადოება. დოკუმენტს უნდა ჰქონდეს ისეთი შინაარსი, რომ შექმნას მოლოდინი, და არა მხოლოდ მოლოდინი, არამედ საფუძველი, იმისა, რომ ფასების რეგულირება ნამდვილად მოხდება,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან ხარაბაძე წარადგინა

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ლევან ხარაბაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.ხარაბაძეს ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.საგამოძიებო სამსახურში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სამსახურის ყოფილი უფროსი მიხეილ მაღლაკელიძე და საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ლევან ხარაბაძეს უწყების ხელმძღვანელად დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალ ხელმძღვანელს სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და კარგად იცნობს საგამოძიებო სამსახურის სპეციფიკას. მან იმედი გამოთქვა, რომ ხარაბაძის ხელმძღვანელობით, კვლავ, აქტიურად გაგრძელდება საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის პრევენცია და გამოვლენა.ლევან ხარაბაძემ მინისტრს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ხაზი გაუსვა უწყების თანამშრომელთა პროფესიონალიზმსა და მაღალ პასუხისმგებლობას და აღნიშნა, რომ სამსახური დაკისრებული ფუნქციების ეფექტურად შესრულებას გააგრძელებს.მინისტრმა საგამოძიებო სამსახურის ყოფილ უფროსს, მიხეილ მაღლაკელიძეს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა უწყების მუშაობის ეფექტურობა და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები. მან, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებს შორის კოორდინაცია მომავალშიც გაგრძელდება.თავის მხრივ, მიხეილ მაღლაკელიძემ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ახალ ხელმძღვანელს კი წარმატებები უსურვა.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 

ბოლო სიახლეები