ორშაბათი, ივნისი 22, 2026

„დოიჩე ველე“ – პაციენტები მთელი მსოფლიოდან ბაქტერიოფაგებით სამკურნალოდ საქართველოში მიდიან

პაციენტები მთელი მსოფლიოდან ბაქტერიოფაგებით სამკურნალოდ საქართველოში მიდიან, – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს, რომელმაც ბაქტერიოფაგების სარგებლიანობაზე სტატია გამოაქვეყნა.

„დოიჩე ველე“ სტატიაში ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულობაზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ ამას ებრძვიან ბაქტერიის მშთანთქმელები საქართველოდან.

„რა უნდა ვქნათ მაშინ, როდესაც ანტიბიოტიკები ეფექტური ვეღარ იქნება? ბაქტერიის მშთანთქმელები საქართველოდან ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულობას ებრძვიან. პაციენტები მთელი მსოფლიოდან საქართველოში მიდიან ბაქტერიოფაგებით სამკურნალოდ“, – აღნიშნულია სტატიაში.

ამასთან, სტატიაში განმარტებულია, რომ ბაქტერიოფაგები არის ვირუსები, რომლებიც მათი „მასპინძელი“ ბაქტერიის გამრავლებას ებრძვიან. ბაქტერიოფაგებით თერაპია ფაგების ორალურად მიღებას გულისხმობს, რის შემდეგაც ისინი პაციენტის ორგანიზმში გადარჩენისთვის „კოლეგა“ ბაქტერიებს ემაგრებიან. ფაგები ბაქტერიული უჯრედის პოლარობას ცვლიან, შედეგად ახალ-ახალი ფაგები წარმოიქმნება და მათი გამოთავისუფლება ხდება. გამოთავისუფლებული ფაგები კი, სხვა ბაქტერიებს ემაგრებიან და ასე გრძელდება, ვიდრე ყველა ბაქტერია არ განადგურდება. ამ ეტაპზე, ბაქტერიოფაგებით მკურნალობა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ნებადართული არ არის.

„დოიჩე ველე“ ნიდერლანდებში მცხოვრებ ტანია დიდერენს ესაუბრა, რომელმაც ბაქტერიოფაგების მკურნალობის კურსი საქართველოში ჩაიტარა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ტანია დიდერენს 30 წელია, კანის ქრონიკული დაავადება – ინვერსიული აკნე აქვს. 2019 წლის ზაფხულში მან რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო და ანტიბიოტიკებით მკურნალობა შეწყვიტა, რომელიც სულ უფრო ნაკლებად ეფექტიანი იყო. ის საქართველოში გაემგზავრა, სადაც ბაქტერიოფაგებით მკურნალობის ორკვირიანი კურსი ჩაიტარა. პაციენტი იხსენებს, რომ ბაქტერიოფაგების შესახებ ინფორმაცია სატელევიზიო პროგრამიდან შეიტყო, რის შემდეგაც ინტერნეტში მკურნალობის მეთოდის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიება გადაწყვიტა. ასე აღმოაჩინა ტანია დიდერენმა გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, რომელსაც დღეს მსოფლიოში ბაქტერიოფაგების ყველაზე დიდი კოლექცია აქვს.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ ორკვირიანი კურსის შემდეგ პაციენტი სამშობლოში ფაგებით დატვირთული დაბრუნდა. ტანია ამბობს, რომ ახლა თავს კარგად გრძნობს. ინვერსიული აკნე თავს ისევ ახსენებს, თუმცა ისეთი მწვავე ფორმით არა, როგორც მანამდე. ყოველ სამ თვეში კი, ბელგიაში მიემგზავრება საქართველოდან გაგზავნილი ბაქტერიოფაგების წამოსაღებად. ბელგია ერთადერთი დასავლეთევროპული ქვეყანაა, სადაც ფაგები ნებადართულია.

სტატიის თანახმად, ანტიბიოტიკების მსგავსად, ბაქტერიოფაგების გამოყენებამ შესაძლოა, მიგვიყვანოს ბაქტერიების რეზისტენტულობამდე. თუმცა, მათი დიდი უპირატესობა ის არის, რომ ერთი ნაბიჯით ყოველთვის უსწრებენ ბაქტერიებს და შეუძლიათ, დაძლიონ რეზისტენტულობა. ასევე, ისინი მუდამ მიმართულია კონკრეტული ტიპის ბაქტერიის წინააღმდეგ და სასარგებლო ბაქტერიებს ზიანს არ აყენებენ.

ამასთან, „დოიჩე ველე“ ხაზს უსვამს, რომ ფაგებით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია განისაზღვროს, რომელი ბაქტერია იწვევს დაავადებას. ხშირ შემთხვევაში, ფაგები პაციენტისთვის ინდივიდუალურად იწარმოება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რომის პაპი: მშიერი ადამიანების ნაცვლად, მსოფლიო ლიდერები ომებს „კვებავენ“

მშიერი ადამიანების ნაცვლად, მსოფლიო ლიდერები ომებს „კვებავენ“, – ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV-მ რომში გაერო-ს მსოფლიო სურსათის პროგრამისადმი (WFP) მიმართვისას განაცხადა.მისივე თქმით, ლიდერების გლობალური პრიორიტეტები ძალიან დამახინჯებულია.კათოლიკური სამყაროს წინამძღოლმა მთავრობებს მოუწოდა, გაზარდონ ხარჯები შიმშილობასთან საბრძოლველად და არ შეზღუდონ სასურსათო პროგრამები.მისივე თქმით, ქვეყნები „სულ უფრო მეტად ანაწილებენ თავიანთ რესურსებს ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკური ზრდისა და შიდა სტაბილურობისკენ, ამავდროულად კი, მათ საერთაშორისო საჭიროებები ავიწყდებათ.„ნამდვილი თანამშრომლობის შენარჩუნების უნარის მქონე საერთო ეთიკური ჰორიზონტის არარსებობის გამო საერთაშორისო სისტემა მრავალმხრივობიდან გადავიდა არეულ და კონფლიქტებით სავსე მრავალპოლარიზმზე, სადაც უნდობლობის გრძნობა ჭარბობს. შესაბამისად, სახელმწიფოები სულ უფრო მეტად ანაწილებენ თავიანთ რესურსებს ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკური ზრდისა და შიდა სტაბილურობისკენ. ასევე მნიშვნელოვანია, წინააღმდეგობა გავუწიოთ ადამიანის ძირითადი საჭიროებების კომერციალიზაციას. საკვები, წყალი და ჯანდაცვა, არ შეიძლება, დაექვემდებაროს საბაზრო მოსაზრებებს ან გეოპოლიტიკურ ინტერესებს. საკვებზე წვდომა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც თითოეული ადამიანის ღირსებაზეა დაფუძნებული. ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება არა მხოლოდ ტანჯვას ამსუბუქებს, არამედ გეოპოლიტიკური არასტაბილურობის გამომწვევ მიზეზებსაც აგვარებს. მართლაც, სურსათის უვნებლობა გლობალური და ინტეგრალური უსაფრთხოების აუცილებელი კომპონენტია“, – განაცხადა მან.

სააკაშვილი: რეჟიმის მოშორება შეიძლება შიდა თუხთუხით, ოპოზიცია გამარჯვების კრიტერიუმებს ვერ პასუხობს, როგორ უნდა გაიმარჯვოს, როცა თავის დამკვიდრების ხარჯზე ჩემს დაკნინებას ცდილობს

როგორ უნდა გაიმარჯვოს ისეთმა ოპოზიციამ, რომელიც საკუთარი თავის დამკვიდრების ხარჯზე ჩემს დაკნინებას ცდილობს? – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.სააკაშვილის თქმით, დღევანდელი ოპოზიცია გამარჯვების კრიტერიუმებს ვერ პასუხობს. ამ კონფიგურაციის ოპოზიცია დიქტატურას ვერ დაამარცხებს.„შიდა თუხთუხით შეიძლება ივანიშვილის რეჟიმის მოშორება. არის თუ არა საზოგადოებრივი თუხთუხი საკმარის დონეზე – ეს არის თუხთუხი სიღარიბეზე, კორუფციაზე. ჩვენ ამ თუხთუხს საკმარისად ვერ ვგრძნობთ. დღევანდელი ოპოზიცია გამარჯვების კრიტერიუმებს ვერ პასუხობს. ამ კონფიგურაციის ოპოზიცია დიქტატურას ვერ დაამარცხებს. როგორ უნდა გაიმარჯვოს ისეთმა ოპოზიციამ, რომელიც საკუთარი თავის დამკვიდრების ხარჯზე ჩემს დაკნინებას ცდილობს?„ლელო“ ბადრისა და მამუკას ბიზნესპროექტია. თავიდანვე შედგა ძმები გილაურების ბიზნესპროექტი. ამის გარდა, არსებობს რამდენიმე მცირე ბიზნესპროექტიც, რომელთა ინვესტორები დიქტატურასთან სავაჭროდ იყენებენ და გამარჯვებაზე არ არიან ორიენტირებულები. ნაციონალები ქართული, წარმატებული სახელმწიფოს იდეის მატარებლები არიან, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ კომუნიკაციის პრობლემაა. ასე ჩვენ ფონს ვერ გავალთ – ეს მარცხის პირდაპირი რეცეპტია.ამბობენ, გადაწყვეტილებები დახურულ წრეში მიიღება, მიშა იზოლაციაშიაო. მათ შორის ეს ჩემი მეგობრებისგან მოვისმინე. ლიდერი იმის ლიდერია, რომ მის აზრს მნიშვნელობა აქვს. მე არავინ მომიხსნია, არავინ დამინიშნავს – უბრალოდ აზრი გამოვთქვი, რომელსაც შეიძლება გაიზიაროთ ან არ გაიზიაროთ. ივანიშვილი დგას ფულსა და ძალადობაზე. აბა მითხარით, მე რომელიმესგან თანხა ამიღია ან ვინმეზე მიძალადია? თუ ლიდერი არ ხარ, შენს აზრს არავინ გაითვალისწინებს. პარტიულ თანამდებობებზე კამათი სრული მარაზმია.ხუთი ბერკეტია რეჟიმის დასამარცხებლად – ქუჩის ფრონტი, ანტიპროპაგანდისტული ფრონტი, ანტიკორუფციული ფრონტი, საგარეო ფრონტი, ტექნოლოგიური ფრონტი. ახალი ტექნოლოგიებით უნდა ავაყირაოთ ისინი. ნიკა გვარამიას აზრს 4 ოქტომბერზე ვერ გავიზიარებ 4 ოქტომბერი არ იყო გონებადაბინდვა, 200 000 ადამიანის გაბრძოლება იყო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 26 ივნისს წარდგება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით 26 ივნისს მიმართავს. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში პარლამენტს წარუდგინოს მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, პარლამენტი საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ კვირას წლიურ ანგარიშებს განიხილავს.23 ივნისს, პლენარულ სხდომაზე დეპუტატები სახალხო დამცველის ანგარიშს, 24 ივნისს – გენერალური პროკურორის ანგარიშს, 25 ივნისს კი გენერალური აუდიტორის ანგარიშს მოისმენენ.ამასთან, მიმდინარე სასესიო კვირას პარლამენტის წევრები კანონპროექტებს განიხილავენ და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს აირჩევენ.ბიუროს სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრეს და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

კირ სტარმერი გადადგა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა. მან მოსახლეობას პრემიერის რეზიდენციის წინ გამართულ ბრიფინგზე მიმართა და აღნიშნა, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის პოსტსაც ტოვებს.მოსალოდნელია, რომ პრემიერის პოსტზე სტარმერს „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ენდი ბერნემი ჩაანაცვლებს.ცნობების სტარმერის გადადგომის შესახებ გუშინ მედიაში გავრცელდა, შემდეგ კი ისინი აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა.

საქართველოში 3 929 000 ადამიანი ცხოვრობს – საქსტატი მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებს აქვეყნებს

საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3 929 000-ს შეადგენს, რაც 2014 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით, 5.8%-ით მეტია. მოსახლეობის აღწერის ძირითადი შედეგები საქსტატმა დღეს წარადგინა.აღწერა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები.

ბოლო სიახლეები