დმიტრო კულება – უკრაინა მზად არის მოლაპარაკებებისთვის ომის დასრულების მიზნით, მაგრამ არ დანებდება და არ მიიღებს რაიმე სახის ულტიმატუმს

Read Time:59 Second

უკრაინა მზად არის მოლაპარაკებებისთვის, ომის დასრულების მიზნით, მაგრამ არ დანებდება და არ მიიღებს რაიმე სახის ულტიმატუმს, – „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

კულებას თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა, უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები, რომ ჰყავდეს, რაც ხელს შეუწყობს გრძელი სამხედრო კოლონების განადგურებას.

„ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ. მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, მაგრამ რაიმე ულტიმატუმის მიღებას და დანებებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა კულებამ და აღნიშნა, რომ რუსეთი „მიუღებელ“ მოთხოვნებს აყენებდა.

კულებას თქმით, ქალაქი მარიუპოლი ამჟამად ალყაშია, მაგრამ მაინც უკრაინის კონტროლქვეშ რჩება. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აქვე დასძინა, რომ უკრაინას სჭირდება მეტი სამხედრო მარაგი და ბოლოდროინდელი სანქციების მიუხედავად, მეტი ნაბიჯებია საჭირო რუსეთის ეკონომიკაზე დარტყმების მისაყენებლად.

„მეტი თვითმფრინავი, რომ გვქონდეს, ჩვენ მეტი მშვიდობიანი ადამიანის გადარჩენა შეგვეძლება, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის ძირითადი დამრტყმელი ძალა ჰაერშია, რომელიც განურჩეველ თავდასხმებს ახორციელებს. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და უფრო და უფრო მეტი იარაღი დაგვჭირდება“, – განაცხადა კულებამ.

ბელარუსზე საუბრისას უკრაინელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ მას სჯერა, ოფიციალურ მინსკს უკრაინაში ჯარის გაგზავნა არ სურს, იმის მიუხედავად, რომ რუსეთის მხრიდან ზეწოლის ქვეშაა.

„მჯერა, რომ პრეზიდენტი ლუკაშენკო ხედავს უკრაინაში რუსული არმიის დანაკარგებს და არ სურს ამ ქვეყანაში თავისი ჯარები გაგზავნა. ჩვენ გვესმის, რომ პრეზიდენტი პუტინი მასზე დიდ ზეწოლას ახორციელებს“, – დაამატა კულებამ.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინაში გამოყენებული რუსული ტაქტიკა სირიის ომის მსგავსია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნანკა კალატოზიშვილი გია ჭანტურიას დაუპირისპირდა: „მიხეილ სააკაშვილი ძალიან ბევრი ადამიანისთვის არ არის მხოლოდ პუტინის ტყვე და ამისი გააზრება, გაგება და მიღება გიჭირთ…“
Next post ზურაბ აზარაშვილი: ომის დაწყების პირველივე დღეებში, პრემიერის მიერ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო მილიონი ლარი და ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული პირველი ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებაში