დმიტრო კულება პარტნიორებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაგმონ ლუგანსკის ოლქის დასახლებული პუნქტის, სტანიცა ლუგანსკაიას დაბომბვა

Read Time:37 Second

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება პარტნიორებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაგმონ ლუგანსკის ოლქში მდებარე სტანიცა ლუგანსკაიას რაიონის დაბომბვა.

მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი მინსკის შეთანხმების უხეში დარღვევაა.

„ოკუპირებული ტერიტორიებიდან მძიმე არტილერიის გამოყენებით ცეცხლი გაუხსნეს უკრაინულ დასახლება სტანიცა ლუგანსკაიას. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, დაგმოს მინსკის შეთანხმების ეს უხეში დარღვევა, როდესაც სიტუაცია რეგიონში ისედაც დაძაბულია“,  – წერს კულება „ტვიტერის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, დღეს დილით უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა ცნობა, რომ საოკუპაციო ძალებმა დაბომბეს სტანიცა ლუგანსკაია, რა დროსაც საარტილერიო ჭურვები საბავშვო ბაღს მოხვდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი აღმზრდელი. გამოცემა „უკრაინფორმი“ ავრცელებს ცნობებს, რომ საარტილერიო დაბომბვის შედეგად დასახლება ტარამჩუკში დაზიანდა საცხოვრებელი სახლი და ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც მოქალაქეებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. ასევე ჭურვი ჩამოვარდა დასახლება მარინკაში, ავტობუსის გაჩერებასთან ახლოს. შედეგად დაიჭრა პენსიონერი ქალი. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, დღეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 29-ჯერ დაირღვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პარლამენტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა
Next post ბადრი ჯაფარიძე: არა, თავს დამარცხებულად არ ვგრძნობ, დევნა არასდროს წარმოშობს განცდას, რომ დამარცხდი!