0 0
Read Time:29 Second

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსანიჭებლად დადებითი წინასწარი დასკვნის მოლოდინი აქვს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთ ლიდერს დიმიტრი ხუნდაძეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მოლოდინი არის პოზიტიური, მიუხედავად ოპოზიციის მცდელობისა, რომ ეს მოლოდინი გამქრალიყო, რომ ის სამუშაო, რაც მმართველმა გუნდმა ჩაატარა საზოგადოების დაკვეთით, არ მისულიყო კონკრეტულ შედეგამდე. მე ვფიქრობ, ისინი ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დარჩებიან გაწბილებულები და საქართველო დამსახურებულად მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზადაა შემდგომშიც გააგრძელოს ევროინტეგრაციის გზაზე გასატარებელი რეფორმების განხორციელება.

„რა თქმა უნდა, ამისათვის არის გარკვეული რეფორმები განსახორციელებელი და მმართველი გუნდი ამაზე უარს არასდროს ამბობს,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები