დიმიტრი ხუნდაძე: ბოლო დღემდე, სანამ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში იმყოფებოდა, მას ყველაფერი უკეთდებოდა

Read Time:55 Second

ბოლო დღემდე, სანამ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში იმყოფებოდა, მას ყველაფერი უკეთდებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„როგორც კი დადგა საჭიროება, რომ შესაძლოა, შემდგომ დღეებში მისი ჯანმრთელობა გართულებულიყო და სირთულისკენ წასულიყო, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ის გადავიყვანეთ. ამას ვამბობდით მანამდეც, რომ როცა საჭიროება დადგებოდა, ის გადავიდოდა იმ სივრცეში, სადაც მისი ჯანმრთელობა მაქსიმალურად იქნებოდა დაცული“, – განაცხადა ხუნდაძემ.

მან ასევე შეაფასა სააკაშვილის მკურნალი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის მიერ გამოთქმული აზრი, რომ სასურველია, მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდა გადაუვადდეს, რადგან ციხის პირობებში მისი რეაბილიტაცია გაჭირდება.

„პრინციპში, არ უნდა გვიკვირდეს. როცა მისი პირადი ექიმი შიმშილობის პირველი დღიდანვე ამბობს, რომ პაციენტი არის მძიმე, რა თქმა უნდა, აქ გარკვეული ეჭვი ჩნდება. თუმცა, რა თქმა უნდა, მისი მონაწილეობაც არის პოზიტიური, ჩავთვალოთ, რადგან ყოველდღიურ მონიტორინგში, ექიმებთან ერთად, ისიც იღებდა მონაწილეობას“, – განაცხადა ხუნდაძემ.

როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო, დაცული უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვინც არ უნდა იყოს, თუნდაც სააკაშვილი, რადგან სიცოცხლის უფლება არის ყველას უფლება და ჩვენ ქვეყანაში ეს უფლება დაცულია.

„რა თქმა უნდა, წარსული მძიმეა ამ კუთხით, მაგრამ საბედნიეროდ, ეს არის წარსული და ეს ჩვენ ქვეყანაში არასოდეს აღარ განმეორდება“, – განაცხადა ხუნდაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილი პიროვნულად არ მეგონა ამდენად ძლიერი – შეუძლებელია ვთქვა, რომ მეგონა ჩამოვიდოდა საქართველოში, 50 დღე იშიმშილებდა და ააკანკალებდა მთელ ხელისუფლებას
Next post მიხეილ ლომთაძე – კიდევ ერთი ქართველი Forbes-ის მილიარდერთა სიაში