„დიდი შვიდეული“ უკრაინის კრიტიკული ენერგეტიკული და წყლის ინფრასტრუქტურის დასაცავად საკოორდინაციო მექანიზმის შექმნაზე შეთანხმდა

Read Time:1 Minute, 16 Second

„დიდი შვიდეული“ უკრაინის კრიტიკული ენერგეტიკული და წყლის ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად, აღსადგენად და დასაცავად საკოორდინაციო მექანიზმის შექმნაზე შეთანხმდა. ამის შესახებ ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

„დიდი შვიდეულის“ განცხადებით, 13 დეკემბერს საფრანგეთისა და უკრაინის ორგანიზებით, პარიზში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მიზანია უკრაინის სამოქალაქო მდგრადობის მხარდაჭერა.

„ჩვენ მტკიცედ ვიდგებით უკრაინის გვერდით, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, – ნათქვამია დიდი შვიდეულის განცხადებაში.

დიდი შვიდეული კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ომი და გაიყვანოს თავისი ძალები. მინისტრები აღნიშნავენ, რომ რუსეთის დარტყმები სამოქალაქო მოსახლეობაზე და ინფრასტრუქტურაზე წარმოადგენს ომის დანაშაულს. „დიდი შვიდეული“ მზად არის, უზრუნველყოს დანაშაულის ჩამდენ პირებზე პასუხისმგებლობის დაკისრება.

„დიდი შვიდეული“ მიუღებელს უწოდებს რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვულ რიტორიკას.

„რუსეთის მიერ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას პასუხად მოჰყვება სერიოზული შედეგები. ჩვენ ასევე უარვყოფთ, რუსეთის ყალბ ბრალდებებს, თითქოს უკრაინა ემზადება რადიოლოგიური „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებმა დაადასტურეს, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლოა და ჩვენ მივესალმებით უკრაინის გამჭვირვალობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

დიდი შვიდეული აცხადებს, რომ გააგრძელებს რუსეთზე ეკონომიკური საფასურის დაკისრებას, ასევე სხვა ქვეყნებზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც მოსკოვს სამხედრო მხარდაჭერას უწევენ. როგორც მინისტრები აღნიშნავენ, თუ ბელარუსი უფრო პირდაპირ ჩაერთვება რუსეთის ომში, დიდი შვიდეული ბელარუსის რეჟიმს უზარმაზარ დამატებით ხარჯებს დააკისრებს.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მოწოდებები მოლაპარაკებებისკენ არ იმსახურებს ნდობას, რადგან ის განაგრძობს ომის ესკალაციას, ახალი მუქარების და დეზინფორმაციის გავრცელებას.

დიდი შვიდეული გააგრძელებს კოორდინაციას, რათა შეამსუბუქოს რუსეთის ომის შედეგები გლობალური ეკონომიკური სტაბილურობისთვის, სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებისთვის. დიდ შვიდეული ასევე მხარს უჭერს გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდებას მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. ამასთან, მოუწოდებს ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებს, გაზარდონ წარმოება. „დიდი შვიდეული“ რუსულ ნავთობზე ფასის ზღვარის დაწესებას უახლოეს კვირებში დაასრულებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს ეროვნული ნაკრები ისლანდიაში 14 კალათბურთელით მიემგზავრება
Next post ნინო ბურჯანაძე: ჯერ პრაიმერიზის იდეა იყო, ახლა დავიშალოთ და მერე ავეწყოთო – რომ დავიშალოთ და ვეღარ ავეწყოთ, მერე რა ვქნათ?