დეკანოზი შალვა კეკელია – პატრიარქი ყოველდღე კითხულობს, რას აკეთებს სახელმწიფო ტატუნაშვილის საკითხზე

Read Time:52 Second

არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების ვადებთან დაკავშირებით საპატრიარქოს ახალი ცნობები არ აქვს, თუმცა პატრიარქი ყოველდღიურად ინტერესდება საკითხით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეკანოზმა შალვა კეკელიამ წილკანში განუცხადა. სასულიერო პირი იმედს გამოთქვამს, რომ ცხედარს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე კვირის განმავლობაში გადმოასვენებენ.

„მე ვიცი, რომ საპატრიარქო მუშაობს. მისი უწმინდესობა ყოველდღიურად კითხულობს ამ ამბავს, ყოველდღე კითხულობს, რას აკეთებს სახელმწიფო ამასთან დაკავშირებით, რას აკეთებენ თვითონ უცხოელები, ვინც ჩართულები არიან ამაში და რა შრომა მიმდინარეობს, ამას პატრიარქი ყოველ დღე კითხულობს“, – განაცხადა დეკანოზმა.

რაც შეეხება ილია მეორის მიერ რუსეთის საპატრიარქოში გაგზავნილ წერილს, დეკანოზი ამბობს, რომ საპასუხო გზავნილით დაიმედებულები არიან.

„ჩვენ მივიღეთ რუსეთის საპატრიარქოსგან წერილი და მათ ჩვენ დაგვაიმედეს. რუსეთის საპატრიარქომ დაგვაიმედა იმით, რომ ისინი ჩაერევიან ამ საქმეში. მათ არ აქვთ ასე პირადი შეხება ამ საკითხთან, როგორც ჩვენს ეკლესიას, სახელმწიფოში რამე რომ მოხდეს, არ შეიძლება შეხება ჰქონდეს ასეთ საკითხებთან. უბრალოდ მათ თქვეს, რომ ჩვენ ყველანაირ ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი მხრიდან რაც არის საშუალება, ჩვენ დაგეხმარებითო და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ ამასთან დაკავშირებით და ყველაფერს ცდილობენ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კვირას მაინც რაღაცები გადაწყდება“, – ამბობს საპატრიარქოს წარმომადგენელი, დეკანოზი შალვა კეკელია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ბაქრაძე – ჟენევის ფორმატთან თამაში უაღრესად საშიშია
Next post საქართველოში ექიმების რაოდენობა ევროპის ქვეყნებზე 2-ჯერ მეტია