დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციისთვის 650000 ლარის გრანტი გამოიყო

Read Time:34 Second

„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამისთვის 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 650 000 ლარი გამოიყო, რომელსაც დევნილთა სამინისტრო საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გასცემს. ინფორმაციას დევნილთა სამინისტრო ავრცელებს.

გამარჯვებული ორგანიზაციები სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს შემდეგ სარეინტეგრაციო დახმარების სერვისებს შესთავაზებენ:

• სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების დაფინანსება;
• საშემოსავლო პროექტების დაფინანსება;
• პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
• საცხოვრისით დროებითი უზრუნველყოფა.

საგრანტო პროგრამის მიზანი ისეთი სერვისების შექმნაა, რომლებიც მოქალაქეებს არალეგალური ემიგრაციიდან დაბრუნებისას წარმოშობილი სირთულეების დაძლევაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს მათ რეინტეგრაციას.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, ან მის ფილიალს, რომელიც დაინტერესებულია სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხით.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 19 თებერვალი, 18:00 საათი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კალიფორნიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა
Next post ფინანსთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა