დედაქალაქს უნიკალური და ულამაზესი მარადმწვანე ტყე შეემატება – კიდევ ერთი საქველმოქმედო პროექტი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახისაგან- ლევან ნიკოლეიშვილი

Read Time:1 Minute, 0 Second

დედაქალაქს უნიკალური და ულამაზესი მარადმწვანე ტყე შეემატება – კიდევ ერთი საქველმოქმედო პროექტი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახისაგან,-ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენის პროექტის პრეზენტაციას ეხმიანება.

ნიკოლეიშვილი დარწმუნებულია, რომ ახლაც გამოჩნდებიან მავნებლები, რომლებიც იტყვიან, ახლა ამის დრო არ იყოო. ასეთ ადამიანებს ანალიტიკოსი პასუხობს, რომ საშვილიშვილო საქმის დრო ყოველთვის არის, როდესაც ქვეყნის შენებაზეა საუბარი.

 

,,კიდევ ერთი საქველმოქმედო პროექტი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახისაგან, რომელიც ამჯერად, მთაწმინდის ფერდობის გამწვანება-გალამაზებას ეხება. ფონდი „ქართუ“, თბილისის მერიასთან და ფონდ “ბუნება და გარემოსთან“ ერთად, დაახლოებით 700 ჰექტარი ტერიტორიის გამწვანებას გეგმავს, რისთვისაც 16 მილიონ ლარამდე თანხას გამოყოფს. პროექტი რამდენიმე ეტაპიანია და ჯამში 4 წელზეა გათვლილი. საგულისხმოა, რომ ამ მართლაც დიდებულ საქმეში ჩართულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან. ცხდია, განხორციელდება კვლევები, რასაც, მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის გაშენება მოჰყვება, საბოლოოდ დედაქალაქს უნიკალური და ულამაზესი მარადმწვანე ტყე შეემატება.
დარწმუნებული ვარ, რომ გამოჩნდებიან არაფრის მაქნისები და მავნებლები, რომლებიც ამ პროექტს დაიწუნებენ და აუცილებლად იტყვიან – ახლა ამის დრო არ იყო ან ამხელა თანხა რაში იხარჯება და ა.შ.მათ გასაგონად კი, ასევე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ასეთ საშვილიშვილო საქმის დრო ყოველთვის არის, როდესაც ქვეყნის შენებაზე, ბუნების გალამაზება-გამწვანებაზე საუბარი, თუ შეგიძლიათ ამ დროს მაინც ჩუმად იყავით”,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, მთაწმინდის ტყის ლანდშაფტი აღდგება და დაახლოებით 700 ჰექტარი ტერიტორია გამწვანდება, გამოყოფილია 16 მლნ ლარი
Next post COVID19-ის გავრცელების პირობებში, სახელმწიფოს ხელშეწყობით, სამშობლოში საქართველოს 10 000-ზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა