„დაღუპულია სულ მცირე 22 000 მოქალაქე, ქალაქში ექიმები აღარ არიან“ – მარიუპოლის მერის მრჩეველი

Read Time:26 Second

მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშჩენკო აცხადებს, რომ რუსულ ალყას ქალაქში უკვე სულ მცირე 22 000 მოქალაქე ემსხვერპლა.

მისივე თქმით, მარიუპოლში ექიმები აღარ არიან, რაც ჰუმანიტარულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

„დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობა ამჟამად დაახლოებით 22 000 ადამიანია, ციფრები, სავარაუდოდ, გაიზრდება.

მარიუპოლის ირგვლივ 4 ბანაკია განთავსებული, რომლებშიც მოქალაქეები რუსეთის ფედერაციაში დეპორტაციამდე იმყოფებიან.

ქალაქში ექიმები დარჩენილი აღარ არიან, რის გამოც ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება“, – აცხადებს ანდრიუშჩენკო.

შეგახსენებთ, უკრაინის საპორტო ქალაქი მარიუპოლი 7 მარტის შემდეგ რუსების ალყაშია მოქცეული. რუსი ოკუპანტები ქალაქის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ, თუმცა უკრაინელები დანებებას არ აპირებენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: 2 დღის წინ ვიმყოფებოდით ახმეტაში და მოსახლეობასთან საუბარში გამოიკვეთა, რომ არ აქვთ წყალი; ამ მომდევნო 3 წელიწადში, 200 000 ჰექტრამდე გაიზრდება წყალუზრუნველყოფილი ფართობები
Next post არჩილ თალაკვაძე – რიგგარეშე არჩევნები აბსოლუტურად მოგონილი საკითხია, რომელიც გამოიწვია სააკაშვილის ოპოზიციის გაკოტრებამ