დავით შერაზადიშვილი საარჩევნო კამპანიას განაგრძობს

Read Time:33 Second

„ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის
კანდიდატი დავით შერაზადიშილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში
სოფელ – კიანეთის, ჯავშანიანის, მუშევანისა და ქვეშის
ამომრჩეველს, მაჟორიტარობის კანდიდატ გიორგი ლომიძესთან
ერთად შეხვდა.
„მე პირადად თქვენი მერობით კმაყოფილი ვარ, ძალიან
გულისხმიერი ადამიანი ხართ “ – ამ სიტყვებით შეხვდა სოფელ
კიანეთის მკვიდრი გულიკო სარუხანოვა მმართველი გუნდის
კანდიდატს. მან სოფლის მოსახლეობის სახელით მადლობა
გადაუხადა ბოლო წლებში განხორციელებული პროექტებისთვის და
მათდამი გამოჩენილი ყურადღებისათვის.
შერაზადიშვილის თქმით კი მსგავსი შეფასებების მოსმენა
მოქალაქეებისგან – არის დამატებითი სტიმული, რომ კიდე უფრო
მეტად დაიხარჯო და იშრომოი უკეთესი მომავლისთვის.
მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს სამომავლო გეგემები
გააცნო, მოისმინა მათი საჭიროებები და ისაუბრა განხორციელებულ
პროექტებსა თუ პროგრამებზე.

“ჩვენ, მომდევნო ოთხი წლის მანძილზე პრიორიტეტების
მიხედვით ვიმუშავებთ, რათა მოსახლეობის წინაშე არსებული
გამოწვევები დროულად დავძლიოთ”, -განაცხადა დავით
შერაზადიშვილმა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვაშაძე: კვლევებით ჭრა-კერვა რომ არ იყოს, ყველაფერი 2 ოქტომბერს გამოჩნდება
Next post რატი ბრეგაძე – კომპანია, რომელიც ემსახურება იუსტიციის სამინისტროს და უზრნველყოფს პატიმრების კავშირს ოჯახებთან, საავადმყოფოებშიც შევა და უზრუნველყოფს მათ შორის კომუნიკაციას