0 0
Read Time:1 Minute, 0 Second

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი უკრაინის მიერ საქართველოს მორიგ ჯერზე უარყოფითად მოხსენიებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, უკრაინის, რუსეთისა და „ნაცმოძრაობის“ რიტორიკა ერთმანეთს საეჭვოდ ემთხვევა.

„ზელენსკი მიივიწყა მსოფლიომ და წმინდა ადამიანურად გესმის, რომ ის ყველანაირად ცდილობს მიიპყროს ყურადღება საკუთარი თავისა და ქვეყნის მიმართ, მაგრამ ყოველ ჯერზე აკვიატებულად იცლის, ქართული მეხუთე კოლონის დაკვეთა შეასრულოს და საქართველოს უკბინოს. დღეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ გვამცნო, რომ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ნაწილი „დაბინავდა“ ნოვოროსიისკის ნავსადგურში.

თუმცა, დაამატა უკრაინელმა მზვერავმა: ნოვოროსიისკის პორტი ვერ იტევს ფლოტის ყველა გემს თავისი არასაკმარისი მოცულობის გამო, ამიტომ ამისთვის იყენებენ ოკუპირებული საქართველოს ოჩამჩირეს აკვატორიასაცო. გრძელდებაო, ბრძანა პან სკიბიცკიმ, საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ღრმაწყლოვანი სამუშაოები რუსული სამხედრო ფლოტის ბაზირებისთვის. თითქოს საქართველოს არ ჰყავდეს შესაბამისი სამსახურები, თითქოს ჩვენ არ გვყავს დღემდე ოჩამჩირეში მცხოვრები ნათესავები და მეგობრები.

არც ერთი ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციის წყაროთი ოჩამჩირეში რაიმე ღრმაწყლოვანი თუ ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოება არ დასტურდება! ეს არის „ნაცების“ მიერ აგორებული მორიგი ფეიკი და გამიზნული დეზინფორმაცია, რომელსაც ქართველი სექტანტებისა და მათი საერთაშორისო აგენტოკრატების სცენარით, იტაცებენ უკრაინელი „ნაცებიც“. ხოლო მათი ეს ერთობლივი ბოდვა, თუ რატომ ემთხვევა რუსეთის ნაბოდვარსაც „ოჩამჩირეს სამხედრო-საზღვაო ბაზაზე“, ამ კითხვის ადრესატი უნდა იყოს რუსეთის საგარეო დაზვერვის ოფიციალური რეზიდენტი საქართველოში, ელენე ხოშტარია“, – წერს დავით ქართველიშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები