ორშაბათი, იანვარი 12, 2026

დავით უსუფაშვილი – სრულიად აშკარაა, რომ ნიკა მელიას საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებაზე მეტად, პოლიტიკური ინტერესია

სრულიად აშკარაა, რომ აქ მართლმსაჯულების განხორციელებაზე მეტად, პოლიტიკური ინტერესია, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, მოძრაობა „შენების“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ნიკა მელიასთან დაკავშირებით გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა.

დავით უსუფაშვილის შეფასებით, წლების შემდეგ „ქართუ ბანკის“ საქმის ახლა განხილვა ეჭვს ბადებს, რომ ეს პოლიტიკური გეგმის ნაწილია.

„რა ისეთი სირთულის საქმე იყო ეს , რომ ამ 7 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა მისი გამოძიება და სასამართლო გადაწყვეტილების მიღება? თუ ფართო კონტექსტში შევხედავთ, რაც ხდება კონკრეტულად მელიას გარშემო და ხელისუფლების პოლიტიკის თაობაზე, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილების დრო და კონტექსტი რბილად, რომ ვთქვათ ძალიან ბევრ ეჭვს ბადებს, რომ ესაა პოლიტიკური გეგმის ნაწილად განხორციელებული მართლმსაჯულება. 20 ივნისის მოვლენების შემდგომი პერიოდი, ის დაუსრულებელი გამოძიება და გაურკვეველი ვითარება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან და სხვა თემებთან დაკავშირებით, ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. ნიკა მელიასთვის პარლამენტში იმუნიტეტის მოხსნის მცდელობისას, მივუთითებდი ბევრ დარღვევაზე ხელისუფლების მხრიდან“,-განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ბრალდების საქმეზე სასამართლომ განაჩენი დღეს გამოაცხადა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში – სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული. ნიკა მელიას 25 000 – ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლის და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2025 წელს 100 000-ზე მეტი უცხოური ვიზა გააუქმა, რაც 2024 წელთან შედარებით ორჯერ მეტია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2025 წელს 100 000-ზე მეტი უცხოური ვიზა გააუქმა, რაც 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით ორჯერ მეტია.ამის შესახებ ინფორმაციას „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს.გავრცელებული ცნობით, ეს მაჩვენებელი ყველა დროის რეკორდს ხსნის.2024 წელს, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, დეპარტამენტმა 40 000 ვიზა გააუქმა, მათი უმეტესობა ბიზნეს და ტურისტულ მოგზაურებს ეხებოდათ, რომლებიც ვიზების ვადის გასვლის შემდეგ ქვეყანაში დარჩნენ. თუმცა დაახლოებით 8 000 სტუდენტმა და 2 500 სპეციალიზებულმა მუშაკმა იურიდიული სტატუსი დაკარგა.სპეციალიზებულ მუშაკების ნახევრის შემთხვევაში ვიზების გაუქმების მიზეზი ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის გამო დაპატიმრებებს, 30% – ძალადობას, ფიზიკურ შეურაცხყოფას ან უკანონო პატიმრობის ბრალდებებს, ხოლო დარჩენილი 20% კი ქურდობას, ბავშვებზე ძალადობას, ნარკოტიკების მოხმარებასა და გავრცელებას, ასევე თაღლითობასა და მითვისებას უკავშირდებოდა.სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, თითქმის 500 სტუდენტმა ვიზა – ნარკოტიკების შენახვისა და გავრცელების გამო, ხოლო ასობით უცხოელმა მუშაკმა, სავარაუდოდ, ბავშვებზე ძალადობის გამო დაკარგა.2025 წლის აგვისტოში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ 55 მილიონ უცხოელს გადახედავდა, რომლებსაც აშშ-ის მოქმედი ვიზა აქვთ.მაშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გააგრძელებდა ამერიკელების პირველ ადგილზე დაყენებას და საკუთარი ერის დაცვას იმ უცხოელი მოქალაქეებისგან, რომლებიც საზოგადოებრივ ან ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნიდნენ საფრთხეს.დეპარტმანეტმა ასევე დააწესა უფრო მკაცრი სტანდარტები აშშ-ის ვიზების მისაღებად.2025 წლის ნოემბერში კი „ფოქს ნიუს დიჯიტალმა“ პირველად გაავრცელა ინფორმაცია, რომ დეპარტამენტი აღასრულებდა „საზოგადოებრივი ვალდებულების“ წესს, რომელიც უარს ეტყოდა ვიზებზე იმ განმცხადებლებისთვის, რომლებიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო შეღავათებზე იქნებოდნენ დამოკიდებული. ეს მოიცავდა ჯანმრთელობის მიზეზებს, მაგალითად, ხანდაზმული და ჭარბწონიანი ადამიანების უფრო მკაცრი კონტროლის ქვეშ დაყენებას; ინგლისური ენის ცოდნას; ფინანსებს ან გრძელვადიანი მოვლის სხვა პოტენციურ საჭიროებებს.

ალექსანდრე თამაზაშვილი ღარიბაშვილზე – ირაკლიმ გადაწყვიტა, არ შესულიყო სამართლებრივ დავაში – დაზიანდებოდა საქმე, რომელსაც სიყვარულით ემსახურა – სასაცილოა იმ ადამიანების სიხარული, რომლებსაც ჰგონიათ,...

ბრალშიც წერია და განაჩენშიც, რომ ირაკლის არავისთვის მოუპარავს - ფაქტია, რომ გადაწყვიტა, არ შესულიყო სამართლებრივ დავაში, რომელშიც შესაძლებელია გამართლებულიყო ან არ გამართლებულიყო, დაზუსტებით კი იმის თქმა შემიძლია, თუ რა სახეს მიიღებდა აღნიშნული პროცესი და როგორ დაზიანდებოდა საქმე, რომელსაც გულწრფელი სიყვარულით ემსახურა,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, “ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, სასაცილოა იმ ადამიანების სიხარული, რომლებსაც ჰგონიათ, რომ „დაუფასდებათ და რაიმე სარგებელს მიიღებენ“.„ჩემთვის რთულია ემოციების გარეშე გავიაზრო ის, რაც ხდება ირაკლის გარშემო, მით უმეტეს რთულია გადმოგცეთ ჩემი მოსაზრება ისე, რომ არ დავაზიანო ის, რასაც ირაკლი მთელი შეგნებით უფრთხილდებოდა და უფრთხილდება.ის, რომ მთელი „სანაცეთი” ზეიმობს, ჩვეულებრივი ამბავია.. ისედაც განადგურებულები არიან და მათი გაბოროტებული ემოციები საერთოდ არ მაინტერესებს..სასაცილოა, იმ ადამიანების სიხარული, აჟიოტაჟი, რომლებსაც ჰგონიათ, რომ დაუფასდებათ და რაიმე სარგებელს მიიღებენ.ბრალშიც წერია და განაჩენშიც, რომ ირაკლის არავისთვის მოუპარავს… არ უსარგებლია სახელმწიფო გავლენით და მით უმეტეს, არც კორუფციაშია ბრალდებული.ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერზე არსებობს პასუხები და საზოგადოებისთვის გასაგები და მისაღები მიზეზები.ფაქტია, რომ ირაკლიმ გადაწყვიტა, არ შესულიყო სამართლებრივ დავაში, რომელშიც შესაძლებელია გამართლებულიყო ან არ გამართლებულიყო, ამაზე ვერ ვიმარჩიელებთ. დაზუსტებით კი იმის თქმა შემიძლია, თუ რა სახეს მიიღებდა აღნიშნული პროცესი და როგორ დაზიანდებოდა ის საქმე, რომელსაც გულწრფელი სიყვარულით ემსახურა და ქვეყანას, რომლისთვისაც სიცოცხლესაც გასწირავს.ვიცი, გამოჩნდებიან „ცინიკოსები“, და დაიწყებენ ქილიკს და საპირისპიროს მტკიცებას.. მაგრამ, ვინც კარგად იცნობს ირაკლი ღარიბაშვილს, მიხვდება, რასაც ვამბობ!”- წერს ალექსანდრე თამაზაშვილი.

ევროკომისიის სპიკერი: აშკარაა, რომ გარკვეულ მომენტში მოლაპარაკებების გამართვა პრეზიდენტ პუტინთანაც მოგვიწევს

უკრაინაში მშვიდობის დამყარების პროცესის გარკვეულ ეტაპზე, ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებები შედგება, რომლებშიც მონაწილეობას ევროკავშირიც მიიღებს. ამის შესახებ ევროკომისიის მთავარმა სპიკერმა, პაულა პინიომ განაცხადა.„ჩვენ დაჟინებით ვმუშაობთ უკრაინაში მშვიდობისთვის. ამჟამად მშვიდობა უკრაინაში ერთადერთ ადამიანზეა დამოკიდებული - ეს, როგორც თქვენ კარგად იცით, პრეზიდენტი პუტინია. ამიტომ, აშკარაა, რომ გარკვეულ მომენტში მოლაპარაკებების გამართვა პრეზიდენტ პუტინთანაც მოგვიწევს“, - აღნიშნა პაულა პინიომ.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამასობაში ამ მიმართულებით „ბევრი სამუშაო მიმდინარეობს“.„სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ ნიშანს იმისა, რომ პრეზიდენტი პუტინი ასეთ მოლაპარაკებებში მონაწილეობას აპირებს. ამიტომ, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ ამ ეტაპზე. თუმცა, გარკვეულ მომენტში, ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ შედგება მსგავსი მოლაპარაკებები, რომლებიც საბოლოო ჯამში უკრაინაში მშვიდობამდე მიგვიყვანს“, - დასძინა მან.

რას ამბობს ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

5-წლიანი პატიმრობა და ჯარიმა მილიონი ლარის ოდენობით, - ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებულია. ის რუსთავის 12-ე დაწესებულებაშია გადაყვანილი. პროკურატურამ ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც, მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ მას დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა და სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა ასევე დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა. ღარიბაშვილი აღიარებს დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს.ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, მიხეილ შაყულაშვილის განცხადებით, პროკურატურამ დაცვის მხარის წარდგენილი მტკიცებულებების ნაწილი გაიზიარეს, რაც ღვინის ქარხანასთან დაკავშირებით წარდგენილ დოკუმენტაციას მოიცავდა, შესაბამისად, ბრალდების ფორმულირება შეიცვალა და ქარხანასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი აღარ ედება."ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ნაწილი გაიზიარეს, კერძოდ ის, რომ მას ჰქონდა საბანკო ხელშეკრულებები და გადახდები ქარხანასთან დაკავშირებით, ზედმიწევნით იყო შესრულებული ეს ყველაფერი. შესაბამისად, ბრალდების ფორმულირება შეიცვალა იმ ნაწილში, რომ ქარხნის ნაწილში აღარ ედება მას ბრალი. დარჩა ბრალი იმაში, რომ ქარხნიდან, ანუ ღვინის ინდუსტრიიდან შემოსული შემოსავლები არ დაუდეკლარირებია, - ეს არის ის დანაშაული, რომელშიც მან აღიარა ბრალი.მას, საპროცესო შეთანხმებით, განესაზღვრა სასჯელად 5 წელი რეალური სასჯელი, პლუს - ერთი მილიონი ლარი ჯარიმა, პლუს - ორი მანქანის ჩამორთმევა. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ეს დანაშაული არავითარ შემთხვევაში არ არის სამოხელეო დანაშაული, - თვითონ დანაშაულიც არის ფინანსურ ნაწილში და საფინანსო სფეროში მომხდარ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. დავაყენეთ ჩვენი შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმებაზე, განიხილეს, დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, რაც აგიხსენით. პროცესზე მოსამართლემ ჰკითხა, აღიარებდა თუ არაა მის მიმართ წარდგენილ ბრალს, რაზედაც ბატონმა ირაკლიმ უპასუხა, რომ კი ბატონო, აღიარებდა მის მიმართ წარდგენილ ბრალს," - აცხადებს ადვოკატი.

თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ლევან სანიკიძის შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია „სუს-ის ფანტაზიის ნაყოფია“

დარწმუნებული ვარ, ლევან სანიკიძეს ექნება დიდი მომავალი ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ არა ტრუსკავეცა მდინარაძის ჭორებით, დღის წესრიგით და კალენდრით, არამედ თავისი ღირსეული გადაწყვეტილებებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.თინა ბოკუჩავამ კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ბოკუჩავას ლევან სანიკიძე ჩაანაცვლებს.ბოკუჩავას თქმით, ეს „სუს-ის მორიგი ბოდვაა“.„როგორც ჩანს, ტრუსკავეცა მდინარაძეს მისცეს დავალება, რომ დღეს ღარიბაშვილის სავარაუდო დაკავება რაიმე სხვა ნიუსით გადაფაროს. მხოლოდ ამით შემიძლია, ავხსნა სუს-ის ეს მორიგი ბოდვა და მათი ფანტაზიის ნაყოფი. ლევან სანიკიძეზე ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის, რომ ჩემი 13-წლიანი პოლიტიკური საქმიანობის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, საამაყო გადაწყვეტილება, რაც მივიღე, მისი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილედ დანიშვნაა. დარწმუნებული ვარ, მას ექნება დიდი მომავალი ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ არა ტრუსკავეცა მდინარაძის ჭორებით, დღის წესრიგით და კალენდრით, არამედ თავისი ღირსეული გადაწყვეტილებებით. „იმედის“ „რუსთავი 2-ის“ „პოსტვისა“ და პროპაგანდისტული ტელევიზიების დღევანდელი აღტყინება ტრუსკავეცა მდინარაძის ფანტაზიის ნაყოფის შედეგად გავრცელებულ ინფორმაციაზე ჩემი მხრიდან მხოლოდ იმით აიხსნება, რომ დღეს, სავარაუდოდ, ორჯერ ნაპრემიერალ პარტიის თავმჯდომარეს დაიჭერენ. ეს ადასტურებს, რომ არათუ „ტექნიკური“, არამედ ძალიან ღრმა, სერიოზული და მათი დასასრულის მომასწავებელი პრობლემები აქვს რუსულ ოცნებას კორუფციის, ძალადობისა და იმ აღვირახსნილობის გამო, რაც ქვეყანამ 13 წლის განმავლობაში ნახა. ჩემი აზრით, ეს ტყუილი და ტრუსკავეცა მდინარაძის ფანტაზიის ნაყოფიც სწორედ ამ მთავარი ამბის გადაფარვის მცდელობაა, რაც, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ბოლო სიახლეები