დავით სერგეენკო: ამ წლების განმავლობაში დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე დაახლოებით 800 მილიონი არის დახარჯული

Read Time:30 Second

პარლამენტის ვიცესპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე დაახლოებით 800 მილიონი არის დახარჯული, თუმცა იმისათვის, რომ მთლიანად, სისტემურად მოგვარდეს ეს საკითხი, საჭიროა დამატებით 1,5 მილიარდი ლარი.

„მინდა ჩემი გულწრფელი სამძიმარი გამოვხატო გარდაცვლილი ადამიანის ოჯახის წევრებისა და ახლობლებისადმი. ეს მართლაც დიდი ტრაგედიაა და ამ დღეებში რთულია ბიუჯეტსა და სტატისტიკაზე საუბარი, თუმცა საკითხი არის აქტუალური და მხოლოდ რამდენიმე მონაცემს გაგიზიარებთ. ჯამურად თუ ავიღებთ, ამ წლების განმავლობაში დაახლოებით 800 მილიონი არის დახარჯული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, თუმცა იმისათვის, რომ დევნილებს მთლიანად, სისტემურად მოუგვარდეთ ეს საკითხი, საჭიროა დამატებით 1,5 მილიარდი ლარი. ნამდვილად მჯერა, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში ამის გაკეთება შესაძლებელი იქნება“, – აცხადებს დავით სერგეენკო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თაკო ჩარკვიანი-დაიდგას დიდი მონიტორი, ამის უფლება ჩვენ გვაქვს რუსთაველზეეე, არ გამოგონილა სხვა ცენტრი სადაც შეაწუხებ გახრწნილ ხელისუფლებას
Next post დღეს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება