დავით მუჯირი – პროფლიგამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა

Read Time:58 Second

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ეროვნული ლიგის კლუბების წარმომადგენლებთან შეხვედრისას მომავალ სეზონთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.

ერთ-ერთი თემა პროფესიული ფეხბურთის ლიგის ჩამოყალიბება იყო და მუჯირმა განაცხადა, რომ ამ ლიგის შექმნას გარკვეული მიზეზები უშლის ხელს.

„სეზონის დაწყებამდე სხვადასხვა საკითხზე კლუბების წარმომადგენლების მოსაზრებები მოვისმინეთ. რამდენიმე კლუბის ინიციატივაა, რომ ფეხბურთის პროფესიული ლიგა შეიქმნას. ამას დრო და გარკვეული გარანტიები დასჭირდება, მაგრამ ფეხბურთის ფედერაცია ამ სურვილის განხორციელებას ხელს შეუწყობს.

თუმცა, საამისოდ აუცილებელია, რომ ამ ორგანიზაციამ საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და ვალდებულებები. მთავარი ისაა, რომ პროფლიგის შექმნაზე ეროვნული ლიგის და ლიგა 2-ის ოცივე კლუბი შეთანხმდეს, შემდეგ კი ერთობლივად იმოქმედოს.

ფედერაცია პროექტის განხორციელებას ხელს შეუწყობს, მაგრამ ეს ჯერ დისკუსიის პირველი ეტაპია და ვერ დაგპირდებით, რომ მალე დამთავრდება, რადგან ძალიან ბევრი გარემოებაა, რომელმაც პროექტს, შესაძლოა, ხელი შეუშალოს. ამიტომ ყველა დეტალი გასათვალისწინებელი იქნება.

მერვე სეზონია, რაც ეროვნული ლიგა დაარსდა და ჩემპიონატს ფეხბურთის ფედერაცია ატარებს. ძალიან კარგია, რომ ძლიერი გენერალური სპონსორი გვყავს და ჩვენი პარტნიორების რაოდენობა გაიზარდა. კარგი იქნება, თუ გაჩნდება დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რომელიც ჩემპიონატის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობას ჩვენთან ერთად გაიზიარებს.

თუ ამ პასუხისმგებლობას ის სრულად აიღებს, ეს უკეთესი იქნება. ჩვენგანაც არის მოთხოვნები, რომლებიც ახალ იურიდიულ პირს აიძულებს, ლიგის მუშაობა იმ კუთხით წარმართოს, რაც სამომავლოდ ქართულ ფეხბურთს წაადგება“, – ამბობს დავით მუჯირი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: არავითარი მესამე ძალა არ არსებობს – არსებობს ჩვენი, ქვეყნისა და ხალხის მოწინააღმდეგე ძალა
Next post „პატარა ხელები რომ ჩასჭიდე ნათლობის მოწმობას, ღმერთმა იცის, მას შემდეგ არც კი ჩაგვიხედავს, რა ეწერა შიგნით, საგზური ყოფილა თურმე…“ – ნიკო კვარაცხელიას დედის ემოციური პოსტი