დავით მირცხულავა: ქვეყანაში ინჟინრების საკეთებელ საქმეს “აკეთებენ” იურისტები, ექიმები, ფილოლოგები, მუსიკოსები…

Read Time:1 Minute, 10 Second

ზოგადად უსაფრთხოების საკითხებისადმი სახელმწიფოს მხრიდან არაჯეროვანი ყურადღების უამრავი ფაქტი გვაქვს ქვეყანაში: ესაა ქვანახშირის შახტები სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში უამრავი ადამიანი დაიღუპა. ესაა ვერის ხეობაში წყალდიდობა და უსაფრთხოების რისკების იგნორირება, პროექტირების პერიოდში, ესაა შუახევი ჰესის გვირაბის ჩამონგრევა სადაც საბედნიეროდ ადამიანები არ დაიღუპნენ, ზარალი კი კოლოსალურია, ესაა ფონიჭალაში ბუნებრი გაზის გაჟონვა და აფეთქება, ესაა გუშინ დიღომში მომხდარი ტრაგედია, ფაქტია უამრავი შემთხვევაა და სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ესაა უზარამაზარი დეფიციტი შესაბამისი საკანონმდებლო, ნორმატიული აქტების, დარგობრივი რეგლამენტების. გაიხსენეთ როდის ნახეთ (უფროსი თაობის ადამიანებს ემახსოვრებად უფრო) ბოლოს ან გინახიათ თუ არა საერთოდ გაზზე მომუშავე მოწყობილობების და შიდა გაზის გაყვანილობის უსაფრთხოების კონტროლიიორი თქვენს ბინაში, რომელიც წესით ყოველწლიურად მაინც უნდა ამოწმებდეს მოწყობილობების და შიდა ქსელის ტექნიკურ მდგომარეობას.

გინახიათ კი ვინმე ოფიციალური წარმომადგენელი გაზის სადიტრიბუციო კომპანიიდან საჯაროდ, რომ გვირჩევდეს გვთავაზობდეს გაზის გაჟონვის საწინააღმდეგო დეტექტორ ანალიზატორის( ჩამკეტი კლაპანით) მონტაჟს ბინებში უსაფრთხოებისათვის. ასეთი გაზის გაჟონვის დეტექტორები ხომ აუცილებელია გაზის საყოფაცხოვრებელი მომხმარებლებისათვის დასავლეთის ქვეყნებში, მაგალითად გერმანიაში, რომელიც ასევე ამზადებს ამ ტიპის საუკეთესო მოწყობილობებს . და კიდევ ქვეყანაში აშკარაა უკვე და წესადც იქცა ცუდი პრაქტიკა ინჟინრების საკეთებელ საქმეს “აკეთებენ” სხვა სპეციალობის წარმომადგენლები, იურისტები, ექიმები, ფილოლოგები, მუსიკოსები და ასე შემდეგ. რამდენჯერ მინახია ასეთ “ხელმძღვანელებს ” ნახაზის წაკითხვაც უჭირთ და ” გეგმავენ” სამუშაოს… ასე გაგრძელება მართლა არ შეიძლება, საინჟინრო საქმეს ინჟინრები უნდა აკეთებდნენ”, – წერს დავით მირცხულავა.

შეგახსენებთ, თბილისში გუშინ საღამოს, დიდ დიღომში, ავთანდილის № 8-ში საცხვორებელი კორპუსში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 8 პირმა, მათ შორის 6 ბავშვია.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post Facebook-მა და Instagram-მა რუსეთიდან მართულ კოორდინირებულ კამპანიაში ჩართული გვერდები წაშალა, რომელთა ნაწილი საქართველოშიც მოქმედებდა
Next post “აფეთქება ბავშვებიანი ოჯახის გვერდით ბინაში მოხდა” – რას ჰყვება მეზობელი